დი მარია: "ბარსელონაში" გადმოსვლასთან ახლოს ვიყავი

დი მარია: "ბარსელონაში" გადმოსვლასთან ახლოს ვიყავი

გასულ ზაფხულს "ბარსელონას" სატრანსფერო მუშაობას დადებითად ნამდვილად ვერ შევაფასებთ. გუნდმა რამდენიმე კარგი ფეხბურთელის შეძენის შანსი გაუშვა ხელიდან, მათ შორის ერთ-ერთია პსჟ-ს ფორვარდი, ანხელ დი მარია. არგენტინელი ფეხბურთელი იხსენებს, რომ ტრანსფერის განხორციელების დიდი შანსი იყო და თვითონ გადმოსვლა უფრო სურდა, ვიდრე დარჩენა.

"ბარსელონაში" გადმოსვლასთან ერთდროულად ახლოსაც ვიყავი და შორსაც. ასეთი დონის კლუბებს შორის მოლაპარაკება ყოველთვის უფრო რთულია. მოლაპარაკებების მიმდინარეობის პროცესში იმედს არ ვკარგავდი, მაგრამ საბოლოოდ ტრანსფერი არ განხორციელდა.

რაც შეეხება იმას, რომ მადრიდის "რეალის" ყოფილი ფეხბურთელი ვარ, ეს, ჩემი აზრით, პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან მე აქამდეც ხშირად მითქვამს, რომ "რეალის" გულშემატკივარი არ ვარ. ერთადერთი გუნდი, რომლის შემადგენლობაშიც არ ვითამაშებდი, არგენტინული "ნიუელს ოლდ ბოიზია", რადგან მე "როსარიოს" ვგულშემატკივრობ". - აცხადებს 29 წლის არგენტინელი, რომელიც მიმდინარე სეზონში უმეტეს დროს "პარი სენ-ჟერმენის" სათადარიგოთა სკამზე ატარებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Guro messi
    სტუმარი [?]
    #4 9 ნოემბერი 2017 22:55
    0
    ყოფილი მადრიდისტები მე არ მინდა კლუბში.
    Culé [?]
    #3 9 ნოემბერი 2017 22:16
    0
    Unda eyidat pitaloebs .. axla dzqan gamigvadgeboda roca dembe damtvreulia da sua upormodaa
    ფანი [?]
    #2 9 ნოემბერი 2017 19:49
    0
    ფრანგული L’Equipe-ს ინფორმაციით, "პარი სენ ჟერმენის" გასახდელში კვლავაც არაჯანსაღი სიტუაციაა.
    რამდენიმე კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი ბასკი სპეციალისტის სამწვრთნელო მეთოდებით უკმაყოფილოა.
    "მათ შორის უფსკრულია". - ასეთი სათაურით გამოაქვეყნა დღეს L’Equipe-მა სტატია, რომელიც უნაი ემერისა და ნეიმარს შეეხებოდა.
    "მიუხედავად იმისა, რომ "პსჟ" მიმდინარე სეზონში დაუმარცხებლად ასპარეზობს, მის გასახდელში ცუდი ატმოსფეროა. გუნდში ფსიქოლოგიური პრობლემებიც შეინიშნება". - ვკითხულობთ L’Equipe-ს სტატიაში.
    აღსანიშნავია, რომ რამდენიმე კვირის წინ ნეიმარის მიმართ უკმაყოფილება მისმა რამდენიმე თანაგუნდელმა გამოხატა, რომლებიც ამბობდნენ, რომ ბრაზილიელი კლუბში აშკარად პრივილეგირებული ფეხბურთელია.
    მათი თქმით, ბრაზილიელთან ვარჯიშებზე შეხება აკრძალულია, ასევე, იგი გასვლითი მატჩებისას გუნდისგან განცალკევებით, სპეციალურად გამოყოფილი თვითმფრინავით მგზავრობს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 9 ნოემბერი 2017 19:37
    0
    ე.ი უნდოდა დი მარიას გადმოსვლა.
    --------------------
    GRACIES JOHAN...