ხუან ლაპორტა – “ბარსელოა-სევილიას დაპირისპირება უკვე კლასიკაა

  • 23-09-2007, 22:48
  • "ბარსელონას” პრეზიდენტმა მაღალის შეფასება მისცა თავის გუნდს ესპანეთის ჩემპიონატის ცენტრალურ მატჩში "სევილიას” წინაღმდეგ.

    "მესის ტალანტი უსაზღროა, ჩვენი არგენტინელი ვარსკვლავი ერთმანეთს შესანიშნავად უხამებს მებრძოლ სულს და ლამაზ თამაშს.

     

    უკანასკნელ წლებში "ბარსელონას” და "სევილიას” მატჩები გახდა ფეხბურთის კლასიკა. დღეს ჩვენ შესაძლებლობა გვქონდა ბრწყინვალე ფეხბურთელების შესანიშნავი თამაშისთვის გვედევნებინა თვალი. ჩვენ თამაშში გამარჯვების მოპოვება ძალზე გაგვიჭირდა და რა თქმა უნდა გამარჯვების მთავარი შემოქმედი მესი არის. მან ფაქტობრივად თვითონ შეიქმნა მომენტი პირველი გოლის დროს და თვითონვე გაიტანა. ასეთი დარტყმის მოგერიებას "სევილიის” მეკარე ნამდვილად ვერ შეძლებდა” – განაცხადა მატჩის შემდეგ ლაპორტამ.

    წყარო: www.sports.ru

    თეგები: მესი

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.