ოლიმპიაკოსი 0:0 ბარსელონა [ერნესტო ვალვერდე მატჩის შემდეგ]

ოლიმპიაკოსი 0:0 ბარსელონა [ერნესტო ვალვერდე მატჩის შემდეგ]

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ "ოლიმპიაკოსთან" გამართული გასვლითი მატჩის შემდეგ (0:0), კომენტარი გააკეთა.

"მომდევნო ეტაპს მივუახლოვდით, მაგრამ სასურველი ნაბიჯი ვერ გადავდგით. ბურთს ვაკონტროლებდით და მეტოქის კარისკენ მივიწევდით. ოპონენტმა დაცვაში შესანიშნავად იმუშავა. პლეი-ოფის საგზურის განაღდება გვსურდა, მაგრამ ვერ შევძელით.

რობერტოსა და დეულოფეუსთან დაკავშირებით, გარკვეული დილემის წინაშე ვიდექი. მატჩის სტატუსის გათვალისწინებით, სასტარტო შემადგენლობაში სერჟის დაყენება გადავწყვიტე. ის თავდაუზოგავად შრომობს და სივრცეს ქმნის.

როცა მეტოქე მთელი ძალებით თავს იცავს, მთელი მატჩის განმავლობაში მასზე ზეწოლა უნდა მოახდინო, რითაც მოთამაშეები იღლებიან. "ყრუ დაცვის" გარღვევა ყველაზე რთული ამოცანაა."-ამბობს ვალვერდე.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    gio_shaqara
    სტუმარი [?]
    #2 1 ნოემბერი 2017 18:22
    0
    ამ კაცის ხედვები საერთოდ არ მომწონს.... დავიწყოთ შემადგენლობიდან. სამედოს სათამაშო დროს არ აძლევს... ამ გომეშს ყველგან ტენის.... თან რაც უფრო გამაღიზიანებელია, პრინციპულ თამაშებში აყენებს ძირითადში, დენისს შანსს არ აძლევს.... დეულოფეოს უფრო მეტი შანსი უნდა მისცეს... და ცვლილებებს თითქმის არ იყენებს... ხან 2ს ხან 1 ცვლილებას და ისიც თამაშის ბოლო 10 წუთში.... ასე იყო წინა სეზონებშიც და იმიტომაც უჭირდათ ბოლოს.... სეზონის დასაწყისში ხომ ვიდალით წაიღო ჩემი ნერვები.... სუპერთასზე სამედო რომ ეთამაშებინა დარწმუნებული ვარ მოვიგებდით პირველ თამაშს... და მეორეც უკეთესი იქნებოდა. ყველა შეტება ვიდალის ფლანგიდან იყო.....
    Guro messi
    სტუმარი [?]
    #1 1 ნოემბერი 2017 17:19
    0
    მჯერა რომ ეს კაცი მაგრად აათამაშებს გუნდს.ბურთის კონტროლი,მკაცრი პრესინგი,შეტევის დროს სწრაფი პასები და ლამაზი კომბინაციები ბარსას ეს ჭირდება და მჯერა ვალვერდეს ამის მოცემა შეუძლია