ფეხბურთელები, რომლებსაც "ბარსელონასა" და "ოლიმპიაკოსში" უთამაშიათ

  • 30-10-2017, 21:47
  • ფეხბურთელები, რომლებსაც "ბარსელონასა" და "ოლიმპიაკოსში" უთამაშიათ

    როგორც იცით, ხვალ ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურში "ბარსელონა" "ოლიმპიაკოსს" დაუპირისპირდება. "ბარსას" ოფიციალურმა საიტმა დაასახელა ფეხბურთელები, რომლებსაც ორივე გუნდის შემადგენლობაში აქვთ ნათამაშები.

    ჯოვანი სილვა

    ჯოვანი სილვა შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობდა. მან "ბარსაში" 3 სეზონი გაატარა (1996-99), ამის შემდეგ კი "ოლიმპიაკოსში" გადავიდა, სადაც 2005 წლამდე თამაშობდა.

    ხავიერ სავიოლა

    სავიოლა "ბარსელონაში" 2001-დან 2007 წლამდე გამოდიოდა და გუნდის შემადგენლობაში 72 გოლის გატანა მოახერხა. აღსანიშნავია, რომ 2 სეზონი მან იჯარის წესით სხვა გუნდებში გაატარა. რაც შეეხება "ოლიმპიაკოსს", ის აქ 2013-14 წლების სეზონში თამაშობდა. სავიოლას მოგებული აქვს ოლიმპიური ოქრო არგენტინის ნაკრებთან ერთად.

    ხავიტო

    ხავიტო "ბარსელონას" აღზრდილია და ძირითად გუნდში ერთადერთი შეხვედრა აქვს ჩატარებული. საინტერესოა, რომ ეს მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე ლიონელ მესის დებიუტს დაემთხვა. 2011-12 წლების სეზონში კი ხავიტო ბერძნული კლუბის წევრი იყო, სადაც სულ რაღაც 5 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ის ამჟამად 34 წლისაა, პროფესიონალური ფეხბურთის თამაშს ისევ აგრძელებს და "კორიას" წევრია.

    ალბერტო ბოტია

    ალბერტო ბოტიაც ლა მასიას აღზრდილია და "ბარსას" შემადგენლობაში მასაც ერთი მატჩი აქვს ჩატარებული, თუმცა, ხავიტოსგან განსხვავებით მისი კარიერა ოდნავ უკეთესად აეწყო. 2014 წლიდან მოყოლებული ბოტია "ოლიმპიაკოსში" თამაშობს და გუნდის კაპიტანია.

    იაია ტურე

    იაია ტურე ერთადერთი ფეხბურთელია, რომელიც "ოლიმპიაკოსში" "ბარსელონაში" გადმოსვლამდე თამაშობდა. "ბარსას" რიგებში ის 2007-10 წლებში გამოდიოდა, ამის შემდეგ კი "მანჩესტერ სიტიში" გადავიდა და პრემიერ ლიგის მიმდინარე გათამაშების ლიდერის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელია.

    იბრაჰიმ აფელაი

    ჰოლანდიელი ფეხბურთელი, რომელსაც ბევრად უფრო დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, კატალონიური გუნდის წევრი 2011-დან 2015 წლამდე იყო, ბოლო სეზონი კი იჯარის წესით სწორედ ბერძნულ კლუბში გაატარა.

    ერიკ აბიდალი

    აბიდალი ბოლო წლებში უდავოდ "ბარსელონას" ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელია. მან გუნდში 6 წელი გაატარა, აქ ყოფნისას მოუხდა ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემასთან გამკლავება, "ბარსადან" წასვლიდან 1 წლის შემდეგ კი, 2014 წელს, ფრანგმა მცველმა კარიერა სწორედ პირეუსის "ოლიმპიაკოსში" დაასრულა.

    რივალდო

    ბარსელონას ლეგენდა, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი - რივალდო, რომელსაც "ბარსელონასთან" ერთად 5 სეზონში (1997-2002) 150 გოლი აქვს გატანილი, "ოლიმპიაკოსში" 2004-დან 2007 წლებში თამაშობდა. საბერძნეთში გატარებული 4 წლის შემდეგ (კიდევ ერთი სეზონი "აეკ"-ში) ბრაზილიელი ევროპული ფეხბურთიდან წავიდა.

    კომენტარები [ 6 ]

    გასულია

    6 - 31 ოქტომბერი 2017 00:22

    Kristian tello da boian krkichi

    გასულია
    jack slater წევრი

    5 - 30 ოქტომბერი 2017 23:30

    Saviola iegoveli bliad. Ver vitan Roca realshi gadaetesla rac plakatebi mqonda magisi suyvela davwvi da stikerebi chamovxie.

    გასულია
    davidus2020 წევრი

    4 - 30 ოქტომბერი 2017 23:16

    სავიოლაზე რამხელა იმედებს ამყარებდენ, ნახევარიც კი ვერ გაამართლა,ისე სავიოლა კიარა მარადონამ ვერ ივარგა ბარსაში

    გასულია
    M10 S9 D11 წევრი

    3 - 30 ოქტომბერი 2017 22:26

    აუ როგორ დაიკარგა ეს აფელაი არადა კარგი ბიჭი იყო

    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია

    2 - 30 ოქტომბერი 2017 22:03

    კარგია ყოჩაღ ადმინ

    გასულია
    BARCAMAN10 წევრი

    1 - 30 ოქტომბერი 2017 22:02

    ხავიტო როგორ შემეცოდა

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.