“ბარსელონა”-”სევილია” – მიმოხილვა

  • 23-09-2007, 15:17
  • 22 სექტემბერი, ბარსელონა

    "კამპ ნოუ” 98772 მაყურებელი

    ბარსელონა-სევილია 2:1

    ბარსელონა: ვალდესი, ძამბროტა, მარკესი, მილიტო, აბიდალი, ტურე (ოლეგერი 88), ჩავი (დოს სანტოსი 61), დეკო, ინიესტა, მესი (ბოიანი 90), ანრი

    სევილია: პალოპი, ალვეში, ესკუდე, ბულარუზი, დრაგუტინოვიჩი, პოულსენი, რენატო, კეიტა, ნავასი, ადრიანო, კანუტი

    მსაჯი: უნდიანო მალენკო

    გოლები: 1:0 მესი 77, 2:0 მესი 80 (პენ), 2:1 კანუტი 90

    გაფრთხილება: ძამბროტა 20, ტურე 81, დეკო 86 – ნავასი 38, კეიტა 47, დრაგუტინოვიჩი 54, პოულსენი 56, კანუტი 83

    დარტყმა: 15 (6) 6 (2)

    ჯარიმა:22 19

    კუთხური: 6 1

    თამაშგარე: 2 4

    ბურთის ფლობა: 62% 38%

    სეივი: 1 4

     

    1957 წლის 22 სექტემბერს გაიხსნა სტადიონი "კამპ ნოუ” და იმ დღიდან მოყოლებული აგერ უკვე ნახევარი საუკუნეა ეს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო სტადიონი და საფეხბურთო კლუბი "ბარსელონა” ერთად მოდიან. ასეთ მნიშვნელოვა დღეს "ბარსელონას” უბრალოდ უფლება არ ჰქონდა შეხვედრა თავისთვის სასურველი შედეგით არ დაესრულებინა.

    მასპინძელთა შემადგენლობა იდეალურისგან საკმაოდ შორს იყო, ტრამვირებულ კაპიტანს – კარლეს პუიოლს და შეტევის ერთ-ერთ ლიდერს, სამუელ ეტო’ოს თამაშამდე რამდენიმე წუთით ადრე რონალდინიოც შეუერთდა. ოფიციალური ინფორმაციით რონალდინიოს ტრავმა აწუხებდა და ამიტომ დარჩა განაცხადს მიღმა, მაგრამ გავრცელდა ხმები, თითქოს კატალონიელთა ათიანს ათიოდე კილო აქვს ზედმეტი და სწორედ ამიტომ ვერ მოხვდა განაცხადში. მისი ადგილი კი ძირითად შემადგენლობაში ანდრეს ინიესტამ დაიკავა.

    "სევილიას” მწვრთნელმა, ხუანდე რამოსმა შესანიშნავად იცოდა, რომ "ბარსელონასთან” გასვლაზე, თან ესეთ მნიშვნელოვან დღეს შემტევი ფეხბურთის თამაში არაფრით არ შეიძლებოდა და მხოლოდ ერთი თავდამსხმელით- ფრედერიკ კანუტით დაიწყო შეხვედრა.

    შეხვედრაში პირველი მომენტი მასპინძლებმა შექმნეს, როდესაც კონტრშეტევის დროს მესიმ კარგი პასით მონახა ინიესტა, ეს უკანასკნელი კი მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში კარგად შევიდა და ანრის პასიც გაუკეთად და მიუხედავად იმისა, რომ ფრანგი თავდამსხმელი ცუდ მდგომარეობაში იყო, მან მაინც დაარტყა, მაგრამ მხოლოდ კუთხური მოინადირა. უნდა აღინიშნოს, რომ პირველ წუთებში და მთლიანად თამაშში აშკარად გამოირჩეოდა ლეო მესი, რომელიც თითქმის ყველგან იყო, სადაც იყო ბურთი და მის ბურთთან მიახლოვებას იქვე სევილიელი მცველების მოგროვება მოჰყვებოდა ხოლმე.

    22-ე წუთზე "ბარსამ” საკუთარ კარში კინაღამ გოლი მიიღო, ივიცა დრაგუტინოვიჩმა მარცხენა ფლანგიდან ბურთი მეტოქის საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც ყველას რენატომ დაასწრო და თავით ბურთს მიმართულება შეუცვალა, მაგრამ ვიქტორ ვალდესის კარი ძელმა იხსნა. ამ მომენტის შემდეგ "ბარსელონას” ფეხბურთელებმა უპირატესობა იგდეს ხელთ და თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში სტუმრებს არ მისცეს ბურთის კონტროლის საშუალება.

    პირველმა ტაიმმა უგოლოდ ჩაიარა, რის გამოც მეორე ტაიმში კატალონიელები მოედანზე უფრო მოტივირებულები გამოვიდნენ, სტუმართა მცველებსაც დაღლილობა დაეტყოთ და "ბარსელონას” შეტევები უფრო და უფრო სახიფათო ხდებოდა. 71-ე წუთზე სულ ცოტა დააკლდა ანრის გოლის გატანამდე, მაგრამ მისი დარტყმულის შემდეგ პალოპმა ბურთს მიმართულება შეუცვალა და ბურთის კარის ძელს მოხვდა. ამ მომენტიდან რამდენიმე წუთში ანრი უკვე ასისტენტის როლში მოგვევლინა და წარმატებითაც, საჯარიმოს მისადგომებთან მდგარმა ფრანგმა კარგად შენიშნა საჯარიმოში მყოფი ლეო მესი და კარგი პასიც გაუკეთა, არგენტინელს კი ტექნიკა ნამდვილად არ აკლია, მან ერთი მოძრაობით დაამუშავა ბურთი დაშემდეგ ეფექტური დარტყმით ანგარიში გახსნა. ამ გოლიდან გავიდა რამდენიმე წუთი და კატალონიელებმა კუთხურის ჩამოწოდების უფლება მოიპოვეს, ხოლო ჩამოწოდების შემდეგ აქამდე ფაქტობრივად უშეცდომოთ მოთამაშე პოულსენმა საკუთარ საჯარიმოში კინაღამ დაახრჩო შეცვლაზე შემოსული დოს სანტოსი და თერთმეტმეტრიანიც დაინიშნა, რომლის შესრულებაც თავის თავზე ლეო მესიმ აიღო და ძლაზედ წყნარად დუბლიც გაიფორმა.

    ამის შემდეგ ცხადი გახდა, რომ "ბარსელონა” ამ თამაშს მოიგებდა, მაგრამ შეხვედრის დასრულებამდე ერთი ისტორიული მომენტი მაინც დაფიქსირდა, დამატებულ წუთებზე ფრედერიკ კანუტიმ ოლეგერის შეცდომით ისარგებლა და გოლი გაიტანა, რომელიც 50 წლის განმავლობაში "ნოუ კამპზე” "ბარსელონას” კარშიგატანილი მე-1000 გოლი გამოდგა. თუმცა ამ გოლმა "სევილია” ჩემპიონატში პირველი მარცხისგან მაინც ვერ იხსნა.

    თეგები: მესი

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.