სერიოზული გამოცდა ახლოვდება!

სერიოზული გამოცდა ახლოვდება!

"რეალის" წინააღმდეგ, სეზონის სტარტზე გამართული ორმატჩიანი დუელის შემდეგ (1:5), ერნესტო ვალვერდეს კოლექტივმა 12 დაუმარცხებელი შეხვედრა ჩაატარა.

კატალონიურმა გრანდმა "იუვენტუსისა" (3:0) და "ატლეტიკოს" (1:1) წინააღმდეგ შესანიშნავად ითამაშა და მეტი სიზუსტის შემთხვევაში გუნდი "ვანდა მეტროპოლიტანოზეც" მოიგებდა.

"ლურჯ-ბროწეულისფრებს" სერიოზული გამოცდა ელით! მომდევნო 7 მატჩიდან 6 გასვლითია. წარმოგიდგენთ შეხვედრების თარიღებს:

როგორც ხედავთ, "ლეგანესისა" და "ვალენსიას" წინააღმდეგ გასამართი შეხვედრების ზუსტი დრო ჯერჯერობით, უცნობია და სავარაუდოდ, ყველაფერი ახლო მომავალში გაირკვევა.

მოცემულ მომენტში, "ბარსელონა" 25 ქულით ესპანეთის ჩემპიონატის ლიდერია, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე კი კატალონიელებმა სამივე შეხვედრა მოიგეს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Guro messi
    სტუმარი [?]
    #4 23 ოქტომბერი 2017 19:33
    0
    ციტატა: გოგიტა
    ციტატა: M10 S9 D11
    ყველას მოვიგებთ ერთადერთი ვალენსიასთან გაგვიჭირდება

    იმედია ყველას მოვუგებთ ძალიან გამიხარდება და უფრო უნდა გავინაგდოთ ყველგან პირველობა

    ვალენსია იუვენტუსიანად ყველას მოვჯეგავთ
    Gerip3
    სტუმარი [?]
    #3 23 ოქტომბერი 2017 18:33
    0
    ვალენსიიიიიიაააა ცოტა სახიფათოა :)) დანარჩენებთან არ წავაგებთ მაგრამ იუვესთან ფრეზეცც ვეჭვობ, მაინც საკუთარ მოედანზე არიან :)))
    გოგიტა
    სტუმარი [?]
    #2 23 ოქტომბერი 2017 17:40
    0
    ციტატა: M10 S9 D11
    ყველას მოვიგებთ ერთადერთი ვალენსიასთან გაგვიჭირდება

    იმედია ყველას მოვუგებთ ძალიან გამიხარდება და უფრო უნდა გავინაგდოთ ყველგან პირველობა
    Sergi roberto20 10
    სტუმარი [?]
    #1 23 ოქტომბერი 2017 16:45
    0
    Erti valensiastan gagvichirdeba