ბარსელონა-მალაგა - შეფასებები (Marca)

  • 22-10-2017, 11:15
  • ბარსელონა-მალაგა - შეფასებები (Marca)

    წარმოგიდგენთ "მალაგასთან" მატჩის შემდეგ "ბარსელონას" ფეხბურთელთა შეფასებებს სპორტული გამოცემა Marca-ს ვერსიით.

    მარკ-ანდრე ტერ შტეგენი

    გერმანელს ამ შეხვედრაში ძალიან ცოტა საქმე ჰქონდა გასაკეთებელი. სახიფათო დარტყმები მისი კარის მიმართულებით არ ყოფილა, თუმცა რამდენიმე მომენტში დამაჯერებლად ითამაშა.

    სერჟი რობერტო

    რობერტო შესანიშნავად გამოიყურებოდა. ის კარგი იყო დაცვაში და ეხმარებოდა შეტევასაც, თანაც ცენტრალურ პოზიციებზეც დამაჯერებლად გადადიოდა.

    ხავიერ მასკერანო

    ის ძირითადად მეტოქის კონტრშეტევების მოგერიებით იყო დაკავებული და ამას საკმაოდ კარგად ახერხებდა. აღსანიშნავია, რომ იერიში, რომელიც საბოლოოდ "ბარსელონას" მეორე გოლით დამთავრდა, სწორედ არგენტინელმა წამოიწყო.

    სამუელ უმტიტი

     

    ფრანგი კარგ ფორმაშია და უკანასკნელ შეხვედრებში თავის გუნდში ყოველთვის ერთ-ერთი საუკეთესოა. ამ თამაშშიც, უმტიტი უშეცდომოდ უმკლავდებოდა "მალაგას" თავდამსხმელებს.

    ლუკა დინი

    დინი ფლანგზე მოძრაობდა და მეტოქე გუნდს შეტევაშიც უქმნიდა პრობლემებს, დამაჯერებელი იყო საკუთარ ნახევარზეც.

    სერჟიო ბუსკეტსი

    როგორც ყოველთვის, ბუსკეტსი ნახევარდაცვას მთლიანად აკონტროლებდა და რამდენიმე კარგი პასიც გაუკეთა თანაგუნდელებს.

    ანდრეს ინიესტა

    კაპიტანმა დიდი ხნის შესვენების შემდეგ გოლის გატანა მოახერხა და 3 ქულის აღებაში დიდი წვლილი შეიტანა.

    ივან რაკიტიჩი

    ხორვატი ძირითადად მცველებს ეხმარებოდა, ამასთან მან რამდენჯერმე სახიფათოდ ჩააგდო ბურთო მეტოქის საჯარიმოში.

    ჟერარ დეულოფეუ

    დეულოფეუ საკმაოდ კარგად ახერხებს შემადგენლობაში ადგილის მოპოვების შანსების გამოყენებას. "მალაგასთან" მან გოლიც შეაგდო, თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სანამ ესპანელი გაიტანდა, ბურთმა მოედნის ფარგლები დატოვა.

    ლიონელ მესი

    არგენტინელისთვის საუკეთესო მატჩი არ გამოვიდა, თუმცა "მალაგას" ფეხბურთელებს მასთან გამკლავება მაინც ძალიან უჭირდათ. მესიმ რამდენიმე სახიფათო შეტევა წამოიწყო, თუმცა საბოლოოდ არცერთი მათგანი გოლით არ დასრულებულა.

    ლუის სუარესი

    კიდევ ერთხელ, ცუდი თამაში ურუგვაელის მხრიდან. სუარესს ბევრი საგოლე მომენტი შეექმნა, მაგრამ მათი გამოყენება ვერ მოახერხა და საბოლოოდ ვალვერდემ ის მოედნიდან გაიყვანა.

    ნელსონ სემედუ

    სემედუ შეხვედრაში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და თავისი გუნდის თამაშს ბალანსი შემატა.

    პაულინიო

    ბრაზილიელმა მოედანზე ცოტა დრო გაატარა, მაგრამ მაინც მოახერხა რამდენჯერმე შეტევაში ჩართვა.

    პაკო ალკასერი

    პაკო მოედანზე სუარესის ნაცვლად შემოვიდა, მაშინ, როცა თამაშის დასრულებამდე ძალიან ცოტა დრო იყო დარჩენილი. შესაბამისად, ესპანელმა განსაკუთრებული ვერაფერი გააკეთა.

    თეგები: მალაგა

    კომენტარები [ 6 ]

    გასულია
    M10 S9 D11 წევრი

    6 - 22 ოქტომბერი 2017 15:32

    მაიცა აბა ინიესტას ვინ გაატანინა? მარათლა მარკაა რაა ვიღაცახ რო არ ქონოდა თამაში ნანახი და ეს წაეკითხა დაიჯერებდა როგორ უნდა ამ გაზეთს მესის დაკნინება მარა ვერ მოგართვით

    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    Neymarinho წევრი

    5 - 22 ოქტომბერი 2017 14:31

    მესსის არცერთი შეტება გოლით არ დასრულდაო.... და ინიესტას ვინ მისცა პასი? :) მდააა

    საიტზეა

    4 - 22 ოქტომბერი 2017 12:22

    Kargi shefasebaa

    გასულია
    BaKuRa წევრი

    3 - 22 ოქტომბერი 2017 12:09

    რობერტოს თამაში ძალიან მომეწონა, იიმეფია მიხვდებიან რო ნახ დაცვაში ათამაშონ ეგ კაცი და სემედუს აღირსონ ძირითადი... სუარესს რაც შეეხება ისეთი მომენტები გააფუჭა იქედან მე გავიტანდი... არ ვივი რა ჯანდაბა ჭირს, კარგი იქნება თუ შემცვლელზე დავფიქრდებით

    გასულია
    Guro messi წევრი

    2 - 22 ოქტომბერი 2017 11:55

    რობერტო მიანიშნებს ნახ. დაცვაში მათამაშეო და რატო ვერ ხვდება ვალვერდე.

    გასულია
    Sigur Rós წევრი

    1 - 22 ოქტომბერი 2017 11:20

    როგორც კი დაცვას მოაშორებს ხოლმე რობერტოს,დაფრინავს ტიპი და გული მტკივა მაინც დაცვაში რო ტენიან.

    --------------------
    6-1 ❤
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.