ჟერარ დეულოფეუ: კარგად ვითამაშე

ჟერარ დეულოფეუ: კარგად ვითამაშე

"ბარსელონას" 23 წლის შემტევმა, ჟერარ დეულოფეუმ, რომელმაც კატალონიელთა პირველი გუნდის მაისურით, ოფიციალურ მატჩში, სადებიუტო გოლი გაიტანა, "მალაგასთან" შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"ვფიქრობ, კარგად ვითამაშე და გუნდს მოგებაში დავეხმარე.

არ ვიცი, დინის პასის დროს ბურთი მოედნიდან გასული იყო თუ არა. მე მხოლოდ გოლის გატანას ვცდილობდი.

მოგება და გოლების გატანა მნიშვნელოვანია. "მალაგა" ინტენსიურ პრესინგს მიმართავდა, მაგრამ სწრაფმა გოლმა დიდი სამსახური გაგვიწია.

დღეს, მესისა და სუარესს არ გაუტანიათ, მაგრამ ვიცი, რომ ისინი გატანას მალე განაახლებენ.

პოლიტიკური კონფლიქტი? ვიცით, რაც ხდება. კლუბმა განცხადება გააკეთა, რომელსაც მხარს ვუჭერთ.

გატანილ გოლს მეუღლესა და ქალიშვილს ვუძღვნი.

მინდა, "ბარსელონაში" წარმატებას მივაღწიო. ვიცი, რომ ეს შემიძლია." - განაცხადა დეულოფეუმ "მალაგასთან" 2:0 მოგებული შეხვედრის შემდეგ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Guro messi
    სტუმარი [?]
    #3 22 ოქტომბერი 2017 11:45
    0
    დეულოფეუსი მჯერა და კიდევ უნდა მოუმატოს აუცილებლად
    barca analitic
    სტუმარი [?]
    #2 22 ოქტომბერი 2017 02:07
    0
    მართალია ვიგებთმაგრამ არ მომწონს ვალვერდეს ფეღბურტი ბარცა თავის სტილსძალიან აცდენილია დღესაც მოგების მიუხედავად კომბინაციური თამაში არ იყო,არ იყო ის მოკლე და სწრაფი პასები როგორც ადრე.არ იყო და თითქმის არც არის ხოლმე შემუშავებული კომბინაციები.რიალურად არც კი ვიცი რის ხარჯზე ვიგებთ.ბევრი რაღაც არის დასახვეწი. ეს დემბელეც დაბრუნების შემდეგ როგორ დაბრუნდება კაციშვილმ არ იცის მოკლედ წინა წლებთან შედარებით კიდევ უფრო მეტი პრობლემა გვაქვს დაცვას არ ვგულისხმობ სემედო და უმტიტი კაი ბიჭები არიან პიკეზე რო აგარაფერი ვილაპარაკო და ალბაზე მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება სუარესი ამოვარდნილია ყველაფრიდან ნახევარ დაცვა საერთოდ რას გავს.რაღაცნაირად გავარდნაზე ვთამაშობთ ერთი სიტყვით
    Sergi roberto20 10
    სტუმარი [?]
    #1 22 ოქტომბერი 2017 01:54
    0
    Kai bichia da mondomebulicaa
    Dges araushavda