"ბარსელონა" ლიონელ მესის უვადო კონტრაქტს შესთავაზებს
დღეს, "ბარსელონას" შტაბის წევრების შეკრებაზე კლუბის გენერალურმა დირექტორმა, ოსკარ გრაუმ, განაცხადა, რომ კატალონიური გრანდი თავის ლიდერს, ლიონელ მესის მალე უვადო კონტრაქტს შესთავაზებს.
მსგავსი ტიპის კონტრაქტი სულ ცოტა ხნის წინ გააფორმა ანდრეს ინიესტამ და ამით ცნობილი გახდა, რომ ის მთელ დარჩენილ კარიერას "ბარსელონაში" გაატარებს.
საინტერესოა, აპირებს თუ არა არგენტინელიც "ბარსას" კაპიტნის გზას გაჰყვეს.
ლიონელ მესის გუნდმა უკვე შესთავაზა კონტრაქტი 2021 წლამდე, მაგრამ, გავრცელებული ინფორმაციების თანახმად, თვითონ ფეხბურთელი მასზე ხელის მოწერას არ ჩქარობს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]