MD: „ბარსელონა“ მომდევნო კვირაში მოლაპარაკებებს განაახლებს

  • 20-10-2017, 19:02
  • MD: „ბარსელონა“ მომდევნო კვირაში მოლაპარაკებებს განაახლებს

    „ბარსელონა“ მომდევნო კვირაში ფილიპე კოუტინიოს ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკების პროცესს განაახლებს, იტყობინება Mundo Deportivo.

    კატალონიური გრანდი დასაწყისისთვის მერსისაიდელებს 80 მილიონ ევროს შესთავაზებს. საუბარია 30-მილიონიან ბონუსზეც. „ბლაუგრანა“ ზაფხულს არ დაელოდება, კლუბი კოუტინიოს შეძენას იანვარში გეგმავს.

    თუ „ბარსელონა“ და „ლივერპული“ შეთანხმებას მიაღწევენ, ფილიპე ჩემპიონთა ლიგაზე ვერ მოახერხებს მონაწილეობის მიღებას, რადგან მან „წითლების“ მაისურით ამ ტურნირზე უკვე იასპარეზა.

    აგრეთვე, Mundo Deportivo ზაფხულში ჩაშლილი ტრანსფერის დეტალებსაც ავრცელებს. კატალონიური კლუბი „ლივერპულს“ ვერ შეუთანხმდა და თავისი პოზიცია კოუტინიომაც შეცვალა. ბრაზილიელი „ბლაუგრანაში“ გადასვლის მიზნით დათმობაზე წავიდა და მერსისაიდელთა შემადგენლობაში ყველა ტურნირზე ასპარეზობს.

    ახლო წარსულში „ბარსელონას“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ოსკარ გრაუმ განაცხადა, რომ კლუბი კოუტინიოს ტრანსფერზე მხოლოდ იმ შემთხვევაში იმუშავებს, თუ ამას სამწვრთნელო შტაბი მოითხოვს.

    კომენტარები [ 11 ]

    გასულია
    Messiah10 წევრი

    11 - 21 ოქტომბერი 2017 10:04

    ჩვენ მაგრად გვაწყობს ამის გადმოსვლა იანვარში უჩლზე ვერა მაგრამ ლალიგაშ და კოპაზე ითამაშებს და მომავალი წლისთვის ადაპტაციაც არდასჭირდება ჩაჯდება ფორმაში და შეეწყობა გუნდს ^_^ მაქსიმუმ 120ის გადახდა მოგვიწიოს ეგეც თუ ძაან გაპროჭდნენ ლივერის ბორდის წევრები თორე რაც ლაპარაკები დაიწყო მაქედან უკვე ნახევრად ჯიბეში გვყავდა ^_^

    გასულია

    10 - 21 ოქტომბერი 2017 00:48

    ციტატა: davidus2020
    არ მგონია ლივერმა კოუ გამოუშვას ,თუ აპირებენ სერიოზული გუნდის შექმნას, უბრალოდ იმიტო ვამბობ რომ ზაფხულივით ტყუილად დრო არ დავკარგოთ.

    არა ძმაო ლივერპული ისე გაუშვებს როგორაც დაგიბარებია ვინა ბიჯო ლივერპული ბარსასთან ლივერპულმა ვაფშე რა უნდა ქნას 10 ნაწილადაა გუნდი გაყოფილი ჯერ მარტო ლებრომ ჯეიმსმა რომელსაც რამოდენიმე პროცენტი აქვს ლივერპულის ნაყიდი თქვა კოუტინიო უნდა გადავიდეს ბარსაშიო და ვინაა ერთი მისი დამკავებელი შენი აზრით ლივერპულის ბოსები პატიოსნები და ერთგულები არიან ყველა ფულის მოხევაზეა ფული დაანახე და ერთ ადგილზე კიდიათ ლივერპული

    ისე ჯობია ახლა რომ ვიყიდოთ მომავალ სეზონამდე ათამაშდება და მეორე სეზონში იმენა ფორმაში იქნება და ადაპტაცია აღარ დაჭირდება და თან მარტო ჩემპიონთა ლიგა ხომ არ არის შიდა ჩემპიონატზე გვეყოლება მაგარი იქნება კარგი ტრანსფერი გამოვა

    გასულია
    Gerip3 წევრი

    9 - 20 ოქტომბერი 2017 21:59

    ციტატა: M10 S9 D11
    ციტატა: bacho-barca21
    Ra mainteresebs ro viyidot suo ver itakashebs ert zesons tu rogora

    და სუა ამასთან რა შუაშია ინის შემცვლელად მოგვყავს

    სულ ვერ ითამაშებსო ალბათ ეს უნდა დაეწერა :))) მარტო ლიგაზე ვერ იტამაშებს თორე ლალიგაში და კოპაზე ჩვეულებრივად

    გასულია

    8 - 20 ოქტომბერი 2017 21:18

    ზამთარში არ გადმოვა ეს შანსი არაა

    ზაფხულში შეიძლება

    გასულია
    davidus2020 წევრი

    7 - 20 ოქტომბერი 2017 20:52

    არ მგონია ლივერმა კოუ გამოუშვას ,თუ აპირებენ სერიოზული გუნდის შექმნას, უბრალოდ იმიტო ვამბობ რომ ზაფხულივით ტყუილად დრო არ დავკარგოთ.

    გასულია
    Guro messi წევრი

    6 - 20 ოქტომბერი 2017 20:45

    კოუტინიოს პლიუს იერი მინა/დე ლიხტი.
    ბრწყინვალე სატრანსფერო ფანჯარა იქნება ესენი უნდა ვიყიდოთ ორივე.ვერმალენი,გომეში,რაფინია,თურანი.გასაშვებია სუყველა.კიდე რაკიტიჩი-მარსიალის ტრანსფერი თუ გაიჩარხა სასწაულ კლუბს დავაყენებთ

    გასულია
    LashaBarca წევრი

    5 - 20 ოქტომბერი 2017 20:15

    იმედია გამოუშვებენ კოუს. მართალია ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გამოვიყენებთ მაგრამ არაუშავს ლა ლიგაზე და კოპა დელ რეიზე ითამაშებს. მომავალი წლიდან კი შეყბერავს და აი ნახეთ რა წყვილი იქნება ინი და კოუ ერთად

    --------------------
    WE DID IT 6:1
    გასულია
    M10 S9 D11 წევრი

    4 - 20 ოქტომბერი 2017 20:04

    ციტატა: bacho-barca21
    Ra mainteresebs ro viyidot suo ver itakashebs ert zesons tu rogora

    და სუა ამასთან რა შუაშია ინის შემცვლელად მოგვყავს

    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    bacho-barca21 წევრი

    3 - 20 ოქტომბერი 2017 19:57

    Ra mainteresebs ro viyidot suo ver itakashebs ert zesons tu rogora

    გასულია
    vorhess წევრი

    2 - 20 ოქტომბერი 2017 19:19

    კოუტინიოს ყიდვა თუ არ მოხერხდა ჩავალ და დავჩეხავ იმ ბართემოუს ჩემი სასტიკი ნაჯახით

    გასულია
    M10 S9 D11 წევრი

    1 - 20 ოქტომბერი 2017 19:15

    დიდად არ მაქვს იმის იმედი რო ამას მოიყვანენ თუმცა ძალიან მინდა რო ვცდებოდე

    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.