ლიონელ მესი ბოლო 10 მატჩში საუკეთესოდ 9-ჯერ დაასახელეს
"ბარსელონას" ლიდერი ლიონელ მესი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურში "ოლიმპიაკოსთან" მატჩში (3:1) საუკეთესოდ აღიარეს. 30 წლის ფეხბურთელმა შეხვედრაში გოლი გაიტანა და შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
როგორც აღმოჩნდა, მესი "ბარსელონას" ბოლო 10 მატჩში საუკეთესო ფეხბურთელად 9 შემთხვევაში დაასახელეს. ის ესპანეთის ჩემპიონატის - 7, ხოლო ჩემპიონთა ლიგის 3 თამაშიდან გამორჩეული მხოლოდ "ჟირონასთან" ვერ გახდა.
მესიმ მიმდინარე სეზონში 13 მატჩი ჩაატარა, 15 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]