"ბარსელონა"-"ოლიმპიაკოსი" - პრევიუ

"ბარსელონა"-"ოლიმპიაკოსი" - პრევიუ

დღეს, თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურის მატჩში "ბარსელონა" საკუთარ მოედანზე "ოლიმპიაკოსს" დაუპირისპირდება. წარმოგიდგენთ შეხვედრის პრევიუს.

სიახლეები შემადგენლობაში

უკვე დიდი ხანია ვიცით იმ ფეხბურთელთა შესახებ, რომლებიც "ბარსელონას" ტრავმის გამო ვერ ეხმარებიან. ესენი არიან უსმან დემბელე, რაფინია და არდა თურანი. სამწუხაროდ, ცოტა ხნის წინ, ამ სიას კიდევ ერთი ფეხბურთელი, ჟორდი ალბა დაემატა - მან სამშაბათს ვარჯიშზე მცირე დაზიანება მიიღო. განაცხადში ასევე ვერ მოხვდნენ ტომას ვერმალენი და ალეიშ ვიდალი.

სრული შემადგენლობა: ტერ შტეგენი, სემედუ, პიკე, რაკიტიჩი, ბუსკეტსი, დენისი, ინიესტა, სუარესი, მესი, სილესენი, მასკერანო, პაულინიო, დეულოფეუ, ალკასერი, დინი, რობერტო, გომეში, უმტიტი.

მწვრთნელის შეფასება

ერნესტო ვალვერდემ წინასამატჩო პრეს-კონფერენციაზე თავისი გუნდის მომავალი მეტოქის შესახებ ისაუბრა და ბერძნების მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა. ის იხსენებს პერიოდს, როცა "ოლიმპიაკოსს" წვრთნიდა და ამ გუნდთან ერთად ბევრი მნიშნვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

"ჩვენ ერთად ბევრი ტიტული მოვიგეთ და ალბათ, სწორედ ამიტომ მაფასებენ ბერძენი გულშემატკივრები. მათ მიმართ მეც დიდი პატივისცემით ვარ განწყობილი, რადგან ისინი ყოველთვის ძალიან კარგად მეპყრობოდნენ. საბერძნეთში ჩემი გულის დიდი ნაწილი დავტოვე" - აცხადებს ვალვერდე, რომელიც "ოლიმპიაკოსს" სათავეში 2008-09 და 2010-12 წლებში ედგა.

ფორმა

"ბარსელონა" ჯგუფის ლიდერია და ესპანეთის ჩემპიონატშიც კარგად გამოიყურება. შეგახსენებთ, რომ "ვანდა მეტროპოლიტანოზე" "ატლეტიკოსთან" ფრემდე (1-1), კატალონიელებმა ლა ლიგის ყველა თამაში მოიგეს.

რაც შეეხება "ოლიმპიაკოსს", "ბარსას" მომავალმა მეტოქეებმა საბერძნეთის ჩემპიონატი არც ისე კარგად დაიწყეს. ბოლო 5 მატჩიდან მათ მხოლოდ უკანასკნელ შეხვედრაში მოახერხეს გამარჯვების მოპოვება "პანიონიოსთან" დაძაბულ ბრძოლაში, 4 შეხვედრიდან კი 2 წააგეს. საერთო ჯამში "ოლიმპიაკოსი" საბერძნეთის სუპერ ლიგის 7 ტურის შემდეგ მე-5 ადგილზეა.

ურთიერთშეხვედრები

"ბარსელონას" და "ოლიმპიაკოსს" შორის ჯერ ოფიციალური შეხვედრა არ გამართულა და ეს მატჩი ამ გუნდებს შორის ევროტურნირებზე პირველი იქნება.

თუმცა, მე-20 საუკუნეში, კერძოდ კი 1962 წელს, ჩატარდა ორი ამხანაგური შეხვედრა. აქედან ერთი "ბარსელონამ" მოიგო ანგარიშით 2:0, ერთი კი "ოლიმპიაკოსმა" - 1:0.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის D ჯგუფში 2 ტურის შემდეგ პირველ ადგილს "ბარსა" იკავებს 6 ქულით, "სპორტინგს" და "იუვენტუსს" 3 ქულა აქვთ, "ოლიმპიაკოსი" კი, ჯერჯერობით, უქულოდაა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 18 ოქტომბერი 2017 13:58
    0
    მოკლედ, ველი როტაციებს ვალვერდეს მხრიდან. არ იქნება გასაკვირი, თუ მესი ცოა ხნით დაისვენებს.
    --------------------
    GRACIES JOHAN...
    Guro messi
    სტუმარი [?]
    #2 18 ოქტომბერი 2017 12:34
    0
    მესიმ და სუამ უნდა აიწყვიტონ.დიდი ანგარიშითაა ეს მატჩი მოსაგები.ლეოსგან დუბლს ველი მინიმუმ.
    Gerip3
    სტუმარი [?]
    #1 18 ოქტომბერი 2017 12:25
    0
    იმედი მაქვს დიდი ანგარიშით მოვიგებთ