სიმეონე: მესიმ კრიტიკოსებს აჩვენა, რომ მსოფლიოში საუკეთესოა

  • 13-10-2017, 18:23
  • სიმეონე: მესიმ კრიტიკოსებს აჩვენა, რომ მსოფლიოში საუკეთესოა

    მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ თავისი თანამემამულე, "ბარსელონას" თავდამსხმელი, ლიონელ მესი შეაქო.

    "ეკვადორთან მატჩში მესიმ კრიტიკოსებს აჩვენა, რომ ის მსოფლიოში საუკეთესო მოთამაშეა. ეს იყო ღამე, რომელსაც ყველა არგენტინელი ელოდებოდა. მე მშვიდად ვიყავი, რადგანაც ვიცოდი, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა." - განაცხადა სიმეონემ.

    მსგავსი სიახლეები

    სიმეონე: "ბარსელონა" კვლავ საუკეთესოა"
    სიმეონე: "მსოფლიოს საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ გვიწევს თამაში"
    სიმეონე: „ბარსელონასთან“ ფრე - სამართლიანობის შედეგია“
    სიმეონე: „გრიზმანი მესის და რონალდუს დონეზე იმყოფება“
    სიმეონემ არგენტინის გაწვრთნაზე უარი მესის გამო თქვა

    კომენტარები [ 4 ]

    გასულია
    Guro messi წევრი

    4 - 13 ოქტომბერი 2017 22:06

    სიმეონე საუკეთესო ტაქტიკოსია ერთ-ერთი ჩემი აზრით

    გასულია
    M10 S9 D11 წევრი

    3 - 13 ოქტომბერი 2017 20:28

    სამპაოლი მაგარი ტრენერია მარა ეს იმენა დახატავდა ნაკრებს

    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია

    2 - 13 ოქტომბერი 2017 18:29

    ჩოლო შე ტროლეიბუსის დამყენებელო

    გასულია
    The Dream Team წევრი

    1 - 13 ოქტომბერი 2017 18:28

    სანამ არგენტინა მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდოდა, მესის კრიტიკოსები "სდუმდნენ", მაგრამ მოიგო არგენტინამ, მოხვდა მსოფლიოზე და ისევ ალაპარაკდნენ მესის კრიტიკოსები. თურმე, მესის, უფლება არ ექნება მსოფლიოს ხუთეულზე ინატროს, თუ მსოფლიო ჩემპიონატი არ მოიგოო?!!! არა და ამას ისეთი არაკომპეტენტური და ღრძო ხალხი ლაპარაკობს, რომელსაც ფეხბურთთან და ფხებურთში მინიმალური შეხება და დამსახურება აქვს!!! ისინი, არც იმას უყურებენ თუ მათზე ბევრად გამოცდილი და ავტორიტეტული ხალხი რას ლაპარაკობს ამის შსახებ! მე მინდა შეგახსენოთ, რომ XX საუკუნის საუკეთესო ნაკრებად ევროპაში ჰოლანდიის ნაკრები დასახელდა, ლეგენდარული რინუს მიხელსის ხელმძღვანელობით! საუკეთესო ევროპელ ფეხბურთელად კრუიფი დაასახელეს!!! ჰოლანდიის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატი არასოდეს მოუგია, თუმცა სამჯერ იყო მის ფინალში! არც კრუიფი გამხდარა მსოფლიო ჩემპიონი, თუმცა 1974 წელს ის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს და ოქროს ბურთი მისცეს! "მფრინავი ჰოლანდიელები", ასე მონათლეს მაშინ მიხელსის ჰოლანდიის ნაკრები! მათ ფეხბურთში რევოლუცია მოახდინეს, ტოტალური ფეხბურთი მათ გამოიგონეს და პირველად მათ ითამაშეს!!! რევოლუციონერები იყვვნენ ფეხბურთში და ეს ჯილდო ღირსეულად მიიღეს. იგივეს თქმა შემიძლია იოჰან კრუიფზეც! მან, მისი სიდიადე მწვრთნელობის დროსაც დაამტკიცა! დღევანდელ ბარსელონაზე და მის აკადემიაზე არაფერს ვამბობ! რა ქნას მესიმ თუ არგენტინის ნაკრები ვერ თამაშობს სათანადო დონეზე?! რამდენი წელია მარტო მიათრევს?!!! მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშიც ითამაშეს, საუკეთესო ფეხბურთელიც გახდა და ოქროს ბურთიც მიიღო 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მესიმ. მისი გატანილი გოლების რაოდენობა, მის მიერ მოპოვებული გუნდური თუ ინდივიდუალური პრიზები, ბოლოს და ბოლოს რასაც ის მოედანზე აკეთებს, რეგვენი და უვიცი უნდა იყოს ადამიანი რომ მას რამე უსაყვედუროს! მესი, მსოფლიო ხუთეულში კი არა, მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაშია საუკეთესო! პელეს თამაშიც ნანახი მაქვს, კრუიფისაც, ბეკენბაუერის, რუმინიგეს, ბაჯოს, პლატინის, ზიდანის, რონალდინიოს, დიდი რონალდოს, სხვა ბევრი ვარსკვლავისაც, მაგრამ ასეთი ნათელი, სანახაობრივი და ნაყოფიერი თამაში არც ერთ მათგანს არ ჰქონია! ცოტა რამ მეც დამეჯერება, ვიცი რასაც ვამბობ. სხვა ცნობილი ფეხბუერტელების და მწვრთნელების გამონათქვამებიც გაიხსენეთ. საერთოდ ასე ხდება, როცა გაქვს და უყურებ, იმას მთლად ვერ აფასებ, მაგრამ როცა აღარ გექნება, მერე მისტირი... მესის შემთხვევაშიც ასე იქნება. რავიცი რამდენი წელი, ათეული წელი უნდა გავიდეს რომ კიდევ მოევლინოს ფეხბურთს მისნაირი!

    --------------------
    "კაცმა ცხოვრებაში შესაძლოა, პოლიტიკური პარტია, რელიგია ან სულაც ცოლი შეიცვალოს, რასაც ვერ გაუბედავს საფეხბურთო კლუბს."
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.