ფილიპე ლუისი: მესის ჯარიმის გარეშე შეჩერება შეუძლებელია

ფილიპე ლუისი: მესის ჯარიმის გარეშე შეჩერება შეუძლებელია

მადრიდის "ატლეტიკოს" ბრაზილიელი მარცხენა მცველი ფილიპე ლუისი, "ბარსელონასთან" გასამართი მატჩის წინ, კატალონიელთა ლიდერზე, ლიონელ მესიზე საუბრობს.

"მესი იმდენად ძლიერია, რომ მას პრიმერას მოგება საშუალო გუნდითათ კი შეუძლია. თუმცა, ის ასეთ სიტუაციაში არაა.

ბოლო წლებში, "ბარსელონამ" წარმატებებს სწორედ მესის წყალობით მიაღწია, იმის მიუხედავად, რომ კლუბი მუდმივად სკანდალებში იყო გახვეული. როგორც ჩანს, კატალონიელებს ეს მოსწონთ. მესი კი იმდენად ძლიერია, რომ "ბარსელონა" ყველაფრის მიუხედავად იგებს.

როდესაც მესისა და რონალდუს სეზონში 50 გოლი გააქვთ, ხალხი ამაში მცველებს ადანაშაულებს. თუმცა, გვავიწყდება, რომ იგივე მცველებთან დაპირისპირების დროს, სხვა ფეხბურთელებს ამდენი ვერ გააქვთ. სხვებისთვის გატანა რთულია, მათთვის კი - მარტივი. მესი და რონალდუ სხვა დონის მოთამაშეები არიან.

მესის ჯარიმის გარეშე შეჩერება შეუძლებელია. მასთან პირისპირ ყოფნის დროს, ბურთის ართევა 12-დან მხოლოდ ერთხელ შემიძლია. მის წინააღმდეგ სხვა იარაღია საჭირო." - ციტირებს ლუისის სიტყვებს El Mundo.

ლუისის "ატლეტიკო" და მესის "ბარსელონა" ერთმანეთს ხვალ, 14 ოქტომბერს, თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე, მადრიდში დაუპირისპირდებიან.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Guro messi
    სტუმარი [?]
    #4 13 ოქტომბერი 2017 21:56
    0
    მგონია რომ გაიტანს ხვალ მესი.მოგებაში კი დარწმუნებული ვარ.
    Barca The Best
    სტუმარი [?]
    #3 13 ოქტომბერი 2017 17:23
    0
    messi shen ici aba shens gols veli atletikos axal stadionze imedia gaitan da moigebs barsa kidec <3
    Juan Carlos Navarro
    სტუმარი [?]
    #2 13 ოქტომბერი 2017 15:33
    0
    Eს მომენტი მახსობს წითელი აირტყა ლუისმა მესის აჯახა მუხლში
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 13 ოქტომბერი 2017 15:20
    0
    მიყვარს საღად მოაზროვნე ადამიანები :)
    --------------------
    GRACIES JOHAN...