ხავიერ მასკერანო: "ბარსელონაში" ჩემ მომავალთან დაკავშირებით დავფიქრდები

  • 13-10-2017, 14:53
  • ხავიერ მასკერანო: "ბარსელონაში" ჩემ მომავალთან დაკავშირებით დავფიქრდები

    "ბარსელონას" არგენტინელი უნივერსალი ხავიერ მასკერანო აცხადებს, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, ის კლუბიდან წასვლაზე დაფიქრდება.

    "ბარსელონასთან" კონტრაქტი მაკავშირებს, მაგრამ აშkარაა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ, დაფიქრება მომიწევს. ამ საკითხზე კონტაქტი ჯერ არავისთან მქონია. "ბარსელონა" ყოველთვის აჩვენებდა, რომ ჩემით კმაყოფილი იყო. ფიქრისთვის დრო მექნება.

    აშკარაა, რომ ცოტას ვთამაშობ, რადგან გუნდში ჩემზე ძლიერი 2 ცენტრალური მცველია. ვეცდები, ძირითად შემადგენლობაში მოხვედრისთვის ვიბრძოლო და მზად ვიყო იმ დროისთვის, როდესაც შანსი მომეცემა." - ციტირებს 33 წლის ფეხბურთელის სიტყვებს Marca.

    მასკერანო "ბარსელონაში" 2010 წლიდან თამაშობს. კატალონიურ კლუბში მან 327 თამაში ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 17 ტიტული მოიგო. "ბარსასთან" მას კონტრაქტი 2019 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

    მსგავსი სიახლეები

    მასკერანო "ბარსელონას" დატოვებას არ აპირებს
    "რომა" ვერმაელენს არ გამოისყიდის და სეზონის დასრულების შემდეგ "ბარსაში" დააბრუნებს
    მასკერანო: "მინდა, "ბარსელონაში" კიდევ არაერთი წელი გავატარო"
    მასკერანო: "კარიერის იქ დასრულება მინდა, სადაც დავიწყე"
    ოფიციალურად: მასკერანო "ბარსელონაში" რჩება

    კომენტარები [ 4 ]

    გასულია
    Guro messi წევრი

    4 - 13 ოქტომბერი 2017 21:53

    ციტატა: M10 S9 D11
    ჯერ ადრეა შენი ბარსადან წასვლა მასკე 1-2 სეზონი კიდე გამოადგები გუნდს

    მეც ვფიქრობ მინიმუმ 2წელი კიდე მაგრად ითამაშებს

    გასულია
    M10 S9 D11 წევრი

    3 - 13 ოქტომბერი 2017 16:45

    ჯერ ადრეა შენი ბარსადან წასვლა მასკე 1-2 სეზონი კიდე გამოადგები გუნდს

    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    gurgenidze წევრი

    2 - 13 ოქტომბერი 2017 16:14

    შენ აწი ვერავის ამოაგდებ ბებერო ლომო.. მაგრამმ ეს წელი და იქეთა წელი გამოადგები გუნდსს მერ ეუნდა წაზვიდე

    გასულია
    Magician წევრი

    1 - 13 ოქტომბერი 2017 15:45

    უმტიტის ვერ ამოაგდებ და პიკე ხანდახან არასტაბილურია.

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.