7 შეხვედრა 23 დღეში

  • 13-10-2017, 01:45
  • 7 შეხვედრა 23 დღეში

    "ბარსელონას" მომდევნო სანაკრებო პაუზამდე, 23 დღეში, 7 მატჩის გამართვა მოუწევს - 4 ესპანეთის ჩემპიონატში, 2 ჩემპიონთა ლიგაზე, ერთი ესპანეთის თასზე.

    პირველი მატჩი "ვანდა მეტროპოლიტანოზე"

    "ბარსელონა" "ატლეტიკოს" ახალ სტადიონზე, "ვანდა მეტროპოლიტანოზე", პირველად ესტუმრება. კატალონიელებს, რა თქმა უნდა, "ვისენტე კალდერონზე" გამარჯვება უნდათ, სადაც მათ ბოლო 5 შეხვედრიდან 4 თამაში მოიგეს.

    ერნესტო ვალვერდეს გუნდი "ოლიმპიაკოსს" საუკეთესო ფორმაში ხვდება

    ვალვერდე ერთ-ერთ იმ კლუბს დაუპირისპირდება, რომელიც განვითარებაში დაეხმარა და სადაც მან 3 წელი გაატარა. ბერძნული გუნდი "კამპ ნოუს" ჩემპიონთა ლიგის ფარგლებში ესტუმრება.

    "კამპ ნოუზე" ლა ლიგა ბრუნდება

    "კამპ ნოუზე", 20 დღის შემდეგ, ესპანეთის ჩემპიონატი დაბრუნდება. ამჯერად კატალონიელები "მალაგას" უმასპინძლებენ.

    ესპანეთის თასი იწყება

    "ბარსელონა" ესპანეთის თასის ახალ გათამაშებას "მურსიასთან" შეხვედრით დაიწყებს.

    ერნესტო ვალვერდე სახლში ბრუნდება

    ოქტომბერში გასამართი ლა ლიგის მე-2 მატჩი სეზონის ერთ-ერთი ყველაზე რთული შეხვედრა იქნება. ეს თამაში, ამასთანავე, განსაკუთრებული იქნება ვალვერდესთვის, რომელიც ბილბაოში დაბრუნდება, სადაც მან მრავალი წელი გაატარა.

    მომთხოვნი თვის რთული დასასრული

    "ბარსელონა" ოქტომბრის თვეს რთული მატჩით დაასრულებს. კატალონიელები "ოლიმპიაკოსს" ესტუმრებიან.

    რთული შეხვედრა სანაკრებო პაუზამდე

    კატალონიური გრანდი ნოემბერში, სანაკრებო პაუზამდე, "კამპ ნოუზე" ედუარდო ბერიცოს "სევილიასთან" რთულ მატჩს გამართავს. ანდალუსიური კლუბის ერთ-ერთი ყველაზე საშიში ფეხბურთელი ნოლიტოა.

    მსგავსი სიახლეები

    "ბარსელონას" აქვს შანსი, გახდეს ლა ლიგის პირველი გუნდი, რომელიც "ატლეტიკოს" ახალ მოედანზე მინიმუმ ქულას მოიპოვებს
    მესი მზადაა დებიუტისთვის "ვანდა მეტროპოლიტანოზე" თავისი ერთ-ერთი საყვარელი კლუბის წინააღმდეგ
    ბარსელონა ლა ლიგაში დომინირებს
    ატლეტიკოსთან გასამართი მატჩის თარიღი და დრო ცნობილია
    თებერვალში „ბარსელონას“ გამოცდა ელის

    კომენტარები [ 6 ]

    გასულია
    Guro messi წევრი

    6 - 13 ოქტომბერი 2017 21:52

    მე მჯერა რომ ყველას მოიგებს ბარსა

    გასულია
    M10 S9 D11 წევრი

    5 - 13 ოქტომბერი 2017 16:42

    ყველა იგრა უნდა მოვიგოთ

    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია

    4 - 13 ოქტომბერი 2017 15:34

    Dაიწყო ლა ლიჰაშიც ბოქსიმ დეი

    გასულია
    Gerip3 წევრი

    3 - 13 ოქტომბერი 2017 11:36

    ეს ყველა რომოვიგოთ რას გაასწორებს :დდ

    გასულია
    Magician წევრი

    2 - 13 ოქტომბერი 2017 11:00

    "მურსიას" და "სევილიასა", "მალაგას, დიდი ალბათობით ვუგებთ.
    "ატლეტიკოსთან" ფრე მგონია რატომღაც. "ბილბაოსაც" მგონია, რომ მოვუგებთ ვალვერდეს ფაქტორის გამო.
    ჩემპიონთა ლიგაზე ორი თამაშიდან მინიმუმ 4 ქულა უნდა წამოვიღოთ.

    გასულია
    messi101 წევრი

    1 - 13 ოქტომბერი 2017 07:17

    ამ 4 ტურიდან ერთში მაინც დავკარგავთ ქულებს პონტი არააა,მაგ 4ტუეიდან 12 ქულა თუ ავიღეთ ჩემპიონები ვართ

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.