ბარსა მზადაა მესის კონტრაქტისთვის 80 მლნ ფუნტი გადაუხადოს

ბარსა მზადაა მესის კონტრაქტისთვის 80 მლნ ფუნტი გადაუხადოს

"ბარსელონას" ხელმძღვანელობა მზადაა ლიონელ მესის, კონტრაქტის გახანგრძლივებისთვის, ბონუსის სახით 80 მილიონი ფუნტი გადაუხადოს, რაც დაახლოებით 89 მილიონ ევროს უდრის. ამ ინფორმაციას Daily Mail ავრცელებს.

30 წლის არგენტინელი ფეხბურთელის ამჟამინდელი ხელშეკრულება კატალონიურ კლუბთან 2018 წლის ივნისში იწურება. ახალი კონტრაქტით, მოთამაშემ, შესაძლოა, კვირაში 500 ათასი ფუნტი მიიღოს.

აღინიშნება, რომ ახალი ინვესტიციების მისაღებად, რომელსაც "ბარსელონა" მესის დაახარჯავს, კლუბს სურს სტადიონ "კამპ ნოუს" სახელწოდებაზე უფლება გაყიდოს. ცოტა ხნის წინ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კატალონიელებმა უკვე დაიწყეს მოლაპარაკებები პოტენციურ ინვესტორებთან, შესაძლო გარიგებიდან კი დაახლოებით 200 მილიონ ევროს მიღებას ელიან.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #2 12 ოქტომბერი 2017 23:10
    0
    ფაქტია ვერ უხანგლძლივებენ
    Guro messi
    სტუმარი [?]
    #1 12 ოქტომბერი 2017 22:24
    0
    ლეო ისედაც გაახანგრძლივებს კონტრაქტს