MD: "ბარსელონამ", შესაძლოა, ჟერარ დეულოფეუს კონტრაქტი აღარ გაუხანგრძლივოს

  • 12-10-2017, 20:59
  • MD: "ბარსელონამ", შესაძლოა, ჟერარ დეულოფეუს კონტრაქტი აღარ გაუხანგრძლივოს

    "ბარსელონაში" დაბრუნებულმა ჟერარ დეულოფეუმ სეზონი საკმაოდ კარგად დაიწყო, თუმცა ბოლო პერიოდში სათამაშო დრო თითქმის აღარ ეძლევა და Mundo Deportivo-ს ცნობით, გუნდმა, შესაძლოა, მას კონტრაქტი აღარ გაუხანგრძლივოს.

    ეს კი იმას ნიშნავს, რომ ესპანელს იანვარში ან ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ბარსელონას" დატოვება მოუწევს და ნებისმიერ დაინტერესებულ გუნდს მისი შეძენა საკმაოდ ადვილად შეეძლება - დეულოფეუს გამოსასყიდი თანხა მხოლოდ 20 მილიონი ევროა, რაც დღევანდელ ფეხბურთში არც თუ ისე დიდი თანხაა.

    ესპანური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფეხბურთელის შეძენით "მილანია" დაინტერესებული, გუნდი, რომელშიც ჟერარ დეულოფეუმ წინა სეზონი გაატარა და საკმაოდ კარგი შთაბეჭდილებაც დატოვა.

    მსგავსი სიახლეები

    ჟერარ დეულოფეუ: "გვინდა, ეს გამარჯვება ტერაქტის მსხვერპლებს მივუძღვნათ"
    დეულოფეუს "ბარსელონაში" დაბრუნება არ უნდა
    "ბარსელონამ", შესაძლოა, დეულოფეუ გამოისყიდოს
    დეულოფეუს მორიგი საგოლე გადაცემა
    "მილანი" იმედოვნებს, რომ ჟერარ დეულოფეუს არენდით აიყვანს

    კომენტარები [ 7 ]

    გასულია

    7 - 13 ოქტომბერი 2017 00:47

    ციტატა: M10 S9 D11
    აბა რაღას მოიყვანეს ვალოც არ ექცევა სწორად უნდა ათამაშოს ხოლმე ამ ვიდალს რო გადაეკიდა არაა შეტევაში თამაში მაგის საქმე

    დაცვა ხო სულ ვიდალისაა რაა :დდდ შემტევი ნახევარმცველი იყო ვიდალი ყოველთვის

    გასულია
    M10 S9 D11 წევრი

    6 - 12 ოქტომბერი 2017 23:13

    აბა რაღას მოიყვანეს ვალოც არ ექცევა სწორად უნდა ათამაშოს ხოლმე ამ ვიდალს რო გადაეკიდა არაა შეტევაში თამაში მაგის საქმე

    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    Givibarca წევრი

    5 - 12 ოქტომბერი 2017 22:35

    ეს თუ გაუშვეს ძალიან დასუსტდება სათადარიგო სკამი

    --------------------
    ღმერთმა დალოცოს 1899 წელი
    გასულია
    me da barca წევრი

    4 - 12 ოქტომბერი 2017 21:53

    20 ჩიხურას ფეხბურთელი ღირს

    გასულია

    3 - 12 ოქტომბერი 2017 21:50

    ეს უნდა დარჩეს

    გასულია
    mettal წევრი

    2 - 12 ოქტომბერი 2017 21:14

    მაქსიმალურად ცდილობდა მთელი თამაშის განმავლობაში კარგად ეთამაშა.თავდაჯერებული ბიჭია ,დარწმუნებული ვარ მოუმატებს,მარა როცა ზამენიდანაც კი არ შემოგყავს ,ფიზიკურად შეუძლებელია ჩამოყალიბდეს.ვალვერდემ ხელი უნდა შეუწყოს მარა პირიქით აკეთებს.აქამდე არ აყენებდა,სუსტ გუნდებთან რო გვქონდა თამაში და ეხლა დააყენებს?ატლეტიკო მოდის და ამდაგვარი გუნდები

    გასულია
    Guro messi წევრი

    1 - 12 ოქტომბერი 2017 21:08

    დეულოფრუ უნდა დარჩეს.სათადარიგოზე კარგია და ვფიქრობ ატლეტიკოსთან მარცხენა ფლანგი სწორედ მან უნდა ჩაიბაროს.

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.