“ბარსელონა”-”სევილია” – მატჩის წინ

  • 22-09-2007, 19:07
  • დღეს, თბილისის დროით 00:00 საათზე "ბარსელონა” მშობლიურ "კამპ ნოუ”-ზე "სევილიას” უმასპინძლებს. თამაშამდე ერთი საათით ადრე გაიმართება "ნოუ კამპის” 50 წლისთავისათვის მიძღვნილი ზეიმი, რომლის შესახებაც დეტალური ინფორმაციის ხილვა შეგიძლიათ აქ.

     

    დღევანდელი მატჩი "ბარსას” მიერ რიგით 1229-ე იქნება, რომელსაც კლუბი "ნოუ კამპზე” გამართავს. გასული 1228 თამაშიდან "ბარსელონამ” 872 ესპანეთის ჩემპიონატში გამართა, 203 ევროტურნირებზე, 28 ესპანეთის თასზე, 13 ესპანეთის სუპერთასზე და 12 ლიგის თასზე.

    ესპანეთის ჩემპიონატში გამართული 872 მატჩიდან გუნდმა 645 მოიგო, 147 ფრედ ითამაშა და მხოლოდ 80 წააგო. გაიტანა 2124 და გაუშვა 695 გოლი. ყველა ტურნირზე ერთად კი "ბარსამ” 3041 გოლი გაიტანა და 999 გაუშვა.

    რაც შეეხება თვითონ მატჩს, ამ თამაშს ორივე გუნდი სხვადასხვა განწყობით ხვდება. "ბარსელონამ” ჩემპიონთა ლიგაზე "ლიონს” 3:0 მოუგო, ხოლო "სევილიამ” ამავე ტურნირზე ამავე ანგარიშით დათმო შეხვედრა ლონდონის "არსენალთან”. გუნდების განწყობა მარტო ამ თამაშებით არ განისაზღვრება, "ბარსელონას” საქმე საზეიმოდ აქვს, "სევილია” კი ჯერ კიდევ გლოვობს ანტონიო პუერტას (თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ "ბარსელონას” ფეხბურთელები და ხელმძღვანელობა პუერტას ხსოვნას პატივს არ სცემენ).

    ბოლო მომენტში "ბარსელონას” განაცხადიდან ამოვარდა რონალდინიო, რომელსაც ოფიციალური ინფორმაციით ტრავმა გაუმიზეზდა. სავარაუდოდ მის მაგივრად ძირჳთად შემადგენლობა ჯოვანი დოს სანტოსი ითამაშებს.

    "სევილიას” შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგაზე გამართული მატჩის შემდეგ რამდენიმე ცვლილება არის. შემადგენლობაში ვერ მოხვდნენ კაციო, კაპელი, მარესკა და ჰინკელი; სამაგიეროდ მათ მაგივრად განაცხადში მოხვდნენ მოსკერა, დე მული, ადრიანო და კონე. სტუმრებს ტრამვების გამოა ასევე გამოაკლდებიან ლუის ფაბიანო და ჩავი ნავარო. ამ უკანასკნელს წლევანდელ სეზონში ჯერ არცერთი მატჩი არ გაუმართავს.

    ძნელი მისახვედრია დღევანელ მატჩში რომელ "სევილიას” ვიხილავთ, რომელმაც ბოლო ორი წლის განმავლობაში ხუთი თასი მოიგო, თუ, რომელიც რამდენიმე დღის წინ "არსენლათან” შერცხვა. როგორც არ უნდა იყოს, შეხვედრაში ფავორიტად მაინც მასპინძლები ითვლებიან, რადგან 2005-2006 წლების სეზონის შემდეგ მათ საკუთარ მოედანზე თამაში არ წაუგიათ, ხოლო "ნოუ კამპზე” გამართულ ბოლო სამ თამაშში 11 გოლი გაიტანეს და მხოლოდ 1 გაუშვეს.

    წყარო: www.fcbarcelona.com



    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.