"ბარსელონას" აქვს შანსი, გახდეს ლა ლიგის პირველი გუნდი, რომელიც "ატლეტიკოს" ახალ მოედანზე მინიმუმ ქულას მოიპოვებს

  • 12-10-2017, 19:21
  • "ბარსელონას" აქვს შანსი, გახდეს ლა ლიგის პირველი გუნდი, რომელიც "ატლეტიკოს" ახალ მოედანზე მინიმუმ ქულას მოიპოვებს

    შაბათს "ატლეტიკო" "ვანდა მეტროპოლიტანოზე" "ბარსელონას" მიიღებს და კატალონიელებს ექნებათ შანსი, გახდნენ ლა ლიგის პირველი გუნდი, რომელიც ამ სტადიონზე მინიმუმ ქულას აიღებს და მეტიც, საერთოდ გოლის გატანას მოახერხებს.

    ჩემპიონთა ლიგაზე ლონდონის "ჩელსისთან" მარცხის მიუხედავად, მადრიდელებს თავის ახალ მოედანზე ლა ლიგის ეგიდით გამართულ მატჩებში 100%-იანი მაჩვენებელი აქვთ და ჯერ გოლიც კი არ გაუშვიათ. მათ ჯერ "მალაგა" დაამარცხეს ანგარიშით 1-0, შემდეგ კი "სევილიას" სძლიეს 2-0.

    დაახლოებით ასეთი ვითარება იყო 1966 წელსაც - ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის წინ, როცა "ვისენტე კალდერონი" ჯერ კიდევ ახალი საშინაო არენა იყო "ატლეტიკოსთვის". აქ "როხიბლანკოს" მხოლოდ 3 თამაში ჰქონდა ჩატარებული, თანაც მარცხის გარეშე (1 ფრე) და კარი მშრალად ჰქონდა შენახული. "ატლეტიკოს" ყოფილი პრეზიდენტის სახელობის მოედნის მე-4 სტუმარი გახდა "ბარსელონა", რომელმაც ნავსი გატეხა და მადრიდელები დაამარცხა. შეხვედრის ერთადერთი გოლი პედრო საბალამ გაიტანა.

    "ბარსას" ფეხბურთელების ფორმას თუ გავითვალისწინებთ, ძნელი წარმოსადგენი არაა, რომ პირველი სტუმარი ლა ლიგიდან, რომელიც "ატლეტიკოს" საკუთარ მოედანზე უქულოდ დატოვებს და რაც უფრო იოლი წარმოსადგენია, გოლს გაუტანს, ისევ "ბარსელონა" იქნება - "ვისენტე კალდერონის" შემდეგ, ამჯერად "ვანდა მეტროპოლიტანოზე".

    თეგები: ატლეტიკო

    მსგავსი სიახლეები

    მესი მზადაა დებიუტისთვის "ვანდა მეტროპოლიტანოზე" თავისი ერთ-ერთი საყვარელი კლუბის წინააღმდეგ
    ატლეტიკოსთან გასამართი მატჩის თარიღი და დრო ცნობილია
    გაბი: „შესვენების შემდგომ „ბარსელონამ“ მოუმატა და გამარჯვება ხელიდან წაგვართვა“
    ლაუდრუპი: „ატლეტიკოს“ ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია“
    399 გოლი ჩემპიონთა ლიგაზე

    კომენტარები [ 7 ]

    გასულია
    M10 S9 D11 წევრი

    7 - 12 ოქტომბერი 2017 23:04

    უეჭველი მოსაგები იგრაა

    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    Guro messi წევრი

    6 - 12 ოქტომბერი 2017 21:04

    ციტატა: zauri777
    ციტატა: A J A X
    bichebo tqveni azrit espanetma ra shemadgenloba unda atamashos dziritadshi msoflioze chemi azrit
    degea
    carvaxali pike,ramos,alba
    buskeci koke
    sauli tiago isko
    morata?

    karvaxalze dzaan guli damwyda karieras ro amtavrebs:( arada jer pataraa asakit da magari fexburteli :) amitom karvaxalze ver daayenebs dziritadshi :)

    დე ხეა
    ხუანფრანი პიკე რამოსი ალბა
    ტიაგო ბუსკეცი ინიესტა
    ისკო მორატა ასენსიო/პედრო.

    მჯერა ჩვენი ბიჭები მოიგებენ ვანდა მეტროპოლიტანოზე

    გასულია
    jvn777 წევრი

    5 - 12 ოქტომბერი 2017 20:16

    მანცჰესტერი მზადაა მარსიალი ბარსას რაკიტიჩში გაუცვალოსო <3

    გასულია
    zauri777 წევრი

    4 - 12 ოქტომბერი 2017 20:10

    ციტატა: A J A X
    bichebo tqveni azrit espanetma ra shemadgenloba unda atamashos dziritadshi msoflioze chemi azrit
    degea
    carvaxali pike,ramos,alba
    buskeci koke
    sauli tiago isko
    morata?

    karvaxalze dzaan guli damwyda karieras ro amtavrebs:( arada jer pataraa asakit da magari fexburteli :) amitom karvaxalze ver daayenebs dziritadshi :)

    გასულია
    A J A X წევრი

    3 - 12 ოქტომბერი 2017 19:48

    bichebo tqveni azrit espanetma ra shemadgenloba unda atamashos dziritadshi msoflioze chemi azrit
    degea
    carvaxali pike,ramos,alba
    buskeci koke
    sauli tiago isko
    morata?

    გასულია
    gurgenidze წევრი

    2 - 12 ოქტომბერი 2017 19:35

    მოსაგებია ეს თამაში ისე კი ძაან რთული თამაში გველის

    გასულია
    ROUCH წევრი

    1 - 12 ოქტომბერი 2017 19:27

    მესი მიულოცავთ გოლით ახალ სტადიონს

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.