მესი მზადაა დებიუტისთვის "ვანდა მეტროპოლიტანოზე" თავისი ერთ-ერთი საყვარელი კლუბის წინააღმდეგ

  • 12-10-2017, 19:19
  • მესი მზადაა დებიუტისთვის "ვანდა მეტროპოლიტანოზე" თავისი ერთ-ერთი საყვარელი კლუბის წინააღმდეგ

    დასრულდა სანაკრებო შეხვედრები და მოგვიახლოვდა მივიწყებული ლა ლიგა, სადაც შედგება მატჩი "ბარსელონასა" და "ატლეტიკოს" შორის.

    "ბარსას" ლიდერი ლიონელ მესი კლუბს კარგი განწყობით უბრუნდება - არგენტინელმა საკუთარი ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე გაიყვანა. ახლა ლიონელი ეცდება, რომ "ბარსელონას" დაეხმაროს "ვანდა მეტროპოლიტანოზე" გასამართ მატჩში. 

    მესის ახალი გამოწვევა აქვს - მან უნდა შეძლოს და დაეხმაროს "ბარსელონას". კლუბს, რომელსაც ახალ სტადიონებზე თამაშის დროს არც ისე კარგი სტატისტიკა აქვს.

    ერთ-ერთი საყვარელი გუნდი

    მესიმ "ატლეტიკოს" 27 გოლი გაუტანა 34 მატჩში, აქედან 12 "ვისენტე კალდერონზე" ჩატარებული 17 მატჩიდან.

    მესის ყველაზე მეტი გოლი "სევილიას" კარში აქვს გატანილი - 29. მე-2 ადგილზე ზემოთ ნახსენები "ატლეტიკოა", ხოლო მას "რეალი" მოსდევს 24 გოლით.

    მსგავსი სიახლეები

    ბარსელონა ლა ლიგაში დომინირებს
    ატლეტიკოსთან გასამართი მატჩის თარიღი და დრო ცნობილია
    მესიმ "სევილია" "რეალს" გაუთანაბრა
    ლეო მესი – „ატლეტიკოს“ ღამის კოშმარი
    მესი - "ატლეტიკოს" კოშმარი

    კომენტარები [ 2 ]

    გასულია
    M10 S9 D11 წევრი

    2 - 12 ოქტომბერი 2017 22:59

    მიდი ლომო მინიმუმ დუბლი უნდა ტენო

    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    Guro messi წევრი

    1 - 12 ოქტომბერი 2017 21:00

    თუ ვანდა მეტროპოლიტანოზე მინიმუმ გოლს შეაგდებს ძალიან კარგი იქნება.მოგებაში კი ეჭვი არ მეპარება.

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.