გომეში, უმტიტი და დინი რუსეთში, სილესენი - სახლში

  • 11-10-2017, 00:53
  • გომეში, უმტიტი და დინი რუსეთში, სილესენი - სახლში

    რამდენიმე წუთის წინ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ევროპის ზონის ბოლო ტურის მატჩები გაიმართა.

    ანდრე გომეშის პორტუგალიამ უშუალო კონკურენტი შვეიცარია 2:0 დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური პირდაპირ მოიპოვა. "ბარსელონას" ნახევარმცველი თამაშში 75-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც ანგარიში უკვე 2:0 იყო.

    რუსეთის საგზური პირდაპირ მოიპოვა საფრანგეთმაც, რომელმაც ბელარუსი, შინ, ანგარიშით 2:1 დაამარცხა. მასპინძელთა რიგებში სამუელ უმტიტიმ და ლუკა დინმა სრულად ითამაშეს.

    საკუთარ კედლებში უშუალო კონკურენტი შვედეთი 2:0 დაამარცხა იასპერ სილესენის ჰოლანდიამ, მაგრამ ეს საკმარისი არ გამოდგა და ჰოლანდიელები, რომელთა კარსაც "ბარსას" კიპერი იცავდა, ფინალურ ეტაპს მიღმა დარჩნენ.

    კიდევ ერთი გუნდი, რომელმაც საკუთარ კედლებში იმარჯვა, ბელგიაა. ტომას ვერმალენის გუნდს პირველი ადგილი ისედაც განაღდებული ჰქონდა. ამჯერად, მან კვიპროსი 4:0 გაანადგურა. რაც შეეხება "ბარსელონას" მცველს, ის სათადარიგო იყო.

    კომენტარები [ 5 ]

    გასულია
    Guro messi წევრი

    5 - 11 ოქტომბერი 2017 18:47

    ჰოლანდიაზე ძაან დამწყდა გული

    გასულია
    zuriafcb წევრი

    4 - 11 ოქტომბერი 2017 10:38

    გაა....მევინეთ გომეშს ბარსადან.მრცხვენია რომ ეს კაცი ბარსაშია. grinning

    გასულია
    Magician წევრი

    3 - 11 ოქტომბერი 2017 01:31

    აუფ, ჰოლანდიაზე გული დამწყდა :/

    --------------------
    Class in a glass on Camp Nou grass...
    გასულია
    M10 S9 D11 წევრი

    2 - 11 ოქტომბერი 2017 01:13

    ეს ჰოლანდიის ნაკრები რამ დაასუსტა ასე ძაან ვერ გავიგე რაა მაგარი შემეცოდა სილესენი

    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია

    1 - 11 ოქტომბერი 2017 00:58

    ბიჩები რა მაინტერესებს დღეს ურუგვაის კავანი და სუარესი ეყოლებათ?

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.