რას კარგავს ლა ლიგა "ბარსელონას" ჩემპიონატიდან გასვლის შემთხვევაში?

  • 10-10-2017, 01:29
  • რას კარგავს ლა ლიგა "ბარსელონას" ჩემპიონატიდან გასვლის შემთხვევაში?

    ლა ლიგის პრეზიდენტი ხავიერ ტებასი ირწმუნება, რომ კატალონიის დამოუკიდებლობის შემთხვევაში, ესპანეთის ჩემპიონატი "ბარსელონას" შეელევა და მართალია ეს დანაკლისი იქნება, მაგრამ ესპანელები ძალების აღდგენას მალევე მოახერხებენ.

    კატალონიური Sport კი ირწმუნება, რომ "ბარსელონას" ესპანეთის ჩემპიონატიდან გასვლის შემთხვევაში, ლა ლიგა ბევრს კარგავს. ვინაიდან ეს გამოცემა კატალონიურია, ბუნებრივია, მისი მსჯელობა, შესაძლოა, ბოლომდე ობიექტური არ იყოს, მაგრამ ვინაიდან ის ფაქტებითაა გამყარებული, გადავწყვიტეთ, თქვენთვის შემოგვეთავაზებინა.

    ხავიერ ტებასი იმედს გამოთქვამს, რომ თუ კატალონიის ჩემპიონატი ჩამოყალიბდება, ის ისევე მცირე მასშტაბის იქნება, როგორც ჰოლანდიის პირველობაა და სატელევიზიო კომპანიები კატალონიურ კლუბებს დიდ ფულს არ გადაუხდიან. თუმცა, მოველენების ამგვარად განვითარების შემთხვევაშიც კი, თავად ლა ლიგა ფინანსურად ძალიან ზარალდება.

    საქმე ისაა, რომ თუ "ბარსელონამ" ლა ლიგა დატოვა, ჩემპიონატის ყველა კონტრაქტორი ხელშეკრულების პირობების გადახედვას მოითხოვს. "ბარსელონა" ხომ ერთ-ერთი მთავარი მიზეზია იმისა, რომ ლა ლიგა, ტელევიზიებისთვის, ასეთი მიმზიდველი პირველობაა როგორც ესპანეთში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

    მაგალითად, გასულ სეზონში, იმ უცხოელი აუდიტორიის 60%, რომლებიც ლა ლიგას უყურებდნენ, "ბარსელონასა" და "რეალის" მატჩებზე მოდის. ესპანელ მაყურებელთა შორის კი ეს მაჩვენებელი 46% არის.

    გასულ სეზონში, ესპანეთის ორ უმაღლეს დივიზიონში მოთამაშე კლუბებმა, სატელევიზიო გაყიდვებიდან 1.387 მილიარდი ევრო გამოიმუშავეს, გაყიდული სატელევიზიო უფლებების საერთო რაოდენობამ კი 1.565 მილიარდი შეადგინა. ამ თანხის საკმაოდ დიდი ნაწილი "ბარსელონას" თამაშების სატელევიზიო უფლებების გაყიდვებზე მოდის.

    "ბარსელონას" ლა ლიგიდან გასვლის შემთხვევაში, აღარ გაიმართება არც "ელ კლასიკო", რომელიც ძალიან ძვირი პროდუქტია და რომელსაც ესპანეთის ჩემპიონატში თანხის დიდი ნაწილი შეაქვს.

    ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ძნელია დავიჯეროთ ხავიერ ტებასის სიტყვების, რომელთა თანახმადაც, ლა ლიგა "ბარსელონას" დაკარგვით დიდად არ დაზარალდება. სავარაუდოდ, ეს კარგად იცის თავად ტებასმაც, მაგრამ ის ამის შესახებ დუმს.

    მსგავსი სიახლეები

    ტებასი: სამწუხაროდ, ლა ლიგა "ბარსელონას" გარეშე უკვე წარმომიდგენია
    საფრანგეთის პრემიერ მინისტრი "ბარსელონას" ლიგა 1-ში ეპატიჟება
    ტებასი: დამოუკიდებლობა? ბარსა ტოპ კლუბის სტატუსს დაკარგავს და ლა ლიგას დაემშვიდობება
    გასპარი: "ტებასი "ბარსელონას" ვერ იტანს"
    ტებასი: "იმედი მაქვს, მესი და რონალდუ ჩინეთში არ წავლენ"

    კომენტარები [ 10 ]

    გასულია

    10 - 11 ოქტომბერი 2017 18:49

    ციტატა: anireal10
    ბარსა უფრო დაზარალდება ამით ვიდრე ლა ლიგა

    ბარსელონაზე არ ინერვიულო შენ ნებისმიერ ჩემპიონატს დახატავს ბარსას დონის გუნდი. ლა ლიგა კიდე ბუნდესლიგა 2 გახდება სადაც ჩემპიონი უკვე ყველამ იცის ვინ გახდება

    გასულია
    Guro messi წევრი

    9 - 10 ოქტომბერი 2017 22:03

    ბარსა ლა ლიგაში უნდა დარჩეს უსიკვდილოდ

    გასულია
    MR INI წევრი

    8 - 10 ოქტომბერი 2017 14:23

    მე მაინც წსპანეთის მერე ინგლისი მინდა

    --------------------
    LMLS 10 9
    გასულია
    Wtf man წევრი

    7 - 10 ოქტომბერი 2017 14:11

    ციტატა: paul scholes
    ციტატა: M10 S9 D11
    ერთი სიტყვით ბარსამ თუ ლა ლიგა დატოვა მაგ ჩემპიონატს მოეაზება ბარსას აგერ საფრანგეთის ვიცე პრეზიდენტი ლიგა 1-ში ეპატიჟება წავა და იქ ითამაშებს

    მაგარი დებილობა იქნება მაქ, იმენა დაგვერხევა იმ დონის გუნდები არიან. პსჟ ერთი, ყოველ წელს გავხდებით ჩემპიონები და ევროსარბიელზე პიზდეც! ლა ლიგაში დაგვტოვონ ჯობია ყველაფერს, იმედია დაგვტოვებენ კიდეც.

    ყოველ წელს ვერანაირად ვერ გავხდებით პსჟ ისეთ წინააღმდეგობას გაგვიწევს და ასევე მონაკოც რო რთული იქნება გაჩემპიონება მანდაც. თუ გამოვეყეთ ყველაზე კარგი ვარიანტი იქნება საფრანგეთი ინგლისი შორია და გადაიწვებიან ფეხბურთელები ყოველ კვირა ფრენებით საფრანგეთი კი შედარებით ახლოსაა და არც გადაიწვრბიან ხოლმე

    გასულია
    paul scholes წევრი

    6 - 10 ოქტომბერი 2017 13:04

    ციტატა: M10 S9 D11
    ერთი სიტყვით ბარსამ თუ ლა ლიგა დატოვა მაგ ჩემპიონატს მოეაზება ბარსას აგერ საფრანგეთის ვიცე პრეზიდენტი ლიგა 1-ში ეპატიჟება წავა და იქ ითამაშებს

    მაგარი დებილობა იქნება მაქ, იმენა დაგვერხევა იმ დონის გუნდები არიან. პსჟ ერთი, ყოველ წელს გავხდებით ჩემპიონები და ევროსარბიელზე პიზდეც! ლა ლიგაში დაგვტოვონ ჯობია ყველაფერს, იმედია დაგვტოვებენ კიდეც.

    გასულია
    M10 S9 D11 წევრი

    5 - 10 ოქტომბერი 2017 12:37

    ერთი სიტყვით ბარსამ თუ ლა ლიგა დატოვა მაგ ჩემპიონატს მოეაზება ბარსას აგერ საფრანგეთის ვიცე პრეზიდენტი ლიგა 1-ში ეპატიჟება წავა და იქ ითამაშებს

    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია

    4 - 10 ოქტომბერი 2017 12:04

    ცუდია ძალიან ცუდი

    გასულია
    dshvelidze წევრი

    3 - 10 ოქტომბერი 2017 11:06

    ლა ლიგა ბარსას გარეშე წარმოუდგენელია.ბარსაც დაზარალდება და ლა ლიგაც.
    შეიძლება დატოვონ კიდეც

    გასულია
    beqabarca წევრი

    2 - 10 ოქტომბერი 2017 10:03

    ციტატა: anireal10
    ბარსა უფრო დაზარალდება ამით ვიდრე ლა ლიგა

    Aranairat dazaraldeba ani da rato jer egerti qalaqs tvit katalonias espanetis biujetshi ert weliwadshi rac shedis aqedan 60 procenti tanxa barselonadan shedis ibica tu gagigia patara kundzuli espanetis teritoria ki ara katalonis teritoria jer mand ramdeni damsvenebelia da umetesi mdidari mere barselonashi yvelaze meti turistia mtel espanetis regionebshi ar aris magdeni turisti rac barsashia meore klubidan xo shedis da shedis tanxa da vin ar mipatijebs barsas yvelaze kargi variantia saprangeti da vin zaraldeba mtliani espaneti da la liga

    საიტზეა
    tigresa წევრი

    1 - 10 ოქტომბერი 2017 08:48

    ციტატა: anireal10
    თქვენ ბარსაზე იფიქრეთ ლა ლიგა ისევ ძლიერი ჩემპიონატი იქნება

    Ra gixaria, klasiko agar ikneba, atasshi ertxel tu gadaeyrebian mere ligaze. Shen magaze ar inerviulo, safrangetis liga epatijeba barcas da shen carmoidgine da ik frene rig shemtxvevebshi ufro axloa vidre espanetis zogiert qalaqshi. La ligas azri agar ekneba, roca ici yovel cels vin moigebs aqvs azri? Ertaderti atletikoa visac sheuzlia konkurencia da ataret mere klasikoebi 11 mcvelit motamashe atletikostan, magari sanaxaoba ikneba:))

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.