"არსენალმა" არდა თურანის ტრანსფერზე მოლაპარაკებები დაიწყო

  • 10-10-2017, 01:06
  • "არსენალმა" არდა თურანის ტრანსფერზე მოლაპარაკებები დაიწყო

    ლონდონის "არსენალმა" არდა თურანის შესაძენად ქმედითი ღონისძიებები უკვე დაიწყო. ამ ინფორმაციას მადრიდული AS ავრცელებს.

    ახლახანს გავრცელდა ინფორმაცია, რომ "არსენალს" თურქი შემტევი ნახევარმცველის შეძენა სურს, ბოლო ცნობებით კი, "მეთოფეებმა" მოლაპარაკებები უკვე დაიწყეს.

    ესპანელი ჟურნალისტების ცნობით, "ბარსელონა" ტრანსფერის წინააღმდეგი არ იქნება, რადგან 30 წლის ფეხბურთელი ერნესტო ვალვერდეს გეგმებში არ შედის. კლუბის შეცვლაზე თავად თურანიც თანახმაა, მაგრამ მას კარიერის წამყვან ჩემპიონატში გაგრძელება სურს. არდას თურქეთში დაბრუნება ჯერ არ უნდა, სადაც მას "გალათასარაი" იწვევს.

    ივარაუდება, რომ არდა თურანი "არსენალში" იანვარში გადავა.

    კომენტარები [ 6 ]

    გასულია
    Magician წევრი

    6 - 14 ნოემბერი 2017 21:19

    ციტატა: გიგა
    ფლეიოფის რვავე გუნდი ერთმანეთში გაარკვევენ მუნდიალის საგზურის მოპოვებას? ანუ 4 გავა მსოფლიოზე?

    კი, 4 გადის.

    წაიყვანოს "არსენალმა" :)

    --------------------
    Class in a glass on Camp Nou grass...
    გასულია
    Guro messi წევრი

    5 - 10 ოქტომბერი 2017 21:57

    რაც მეტს გამოვტყუებთ მით უკეთესი

    გასულია
    M10 S9 D11 წევრი

    4 - 10 ოქტომბერი 2017 12:30

    კაია ერთი 30-35 მილიონში შევტენოთ

    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია

    3 - 10 ოქტომბერი 2017 11:51

    ეს ძაან გაზარმაცდა ბარსელონაშიც და ნაკრებშიც

    გასულია
    davidus2020 წევრი

    2 - 10 ოქტომბერი 2017 01:25

    ისე რო გადმოვიდა დიდი იმედი მქონდა არდას, მარა ვერ გაამართლა, იმ არდას არაფერი აღარ დარჩა რაც ატლეტიკოში იყო,ჯობია წავიდეს

    გასულია
    გიგა წევრი

    1 - 10 ოქტომბერი 2017 01:11

    ფლეიოფის რვავე გუნდი ერთმანეთში გაარკვევენ მუნდიალის საგზურის მოპოვებას? ანუ 4 გავა მსოფლიოზე?

    --------------------
    ნამდვილი ფეხბურთი აცელილია თანამედროვეობას, მარტივია გამოსაცნობად თუ რა უშლის ხელს ამას... სამწუხაროა...
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.