ჩავი ერნანდესი: კატარის ნაკრების მწვთნელობა... რატომაც არა?

  • 9-10-2017, 19:39
  • ჩავი ერნანდესი: კატარის ნაკრების მწვთნელობა... რატომაც არა?

    "ბარსელონას" ლეგენდა, ჩავი ერნანდესი, რომელიც ამჟამად კატარული "ალ-სადის" ღირსებას იცავს, ამ სეზონის შემდეგ საფეხბურთო კარიერის დასრულებას აპირებს და სავარაუდოდ, მწვრთნელის ამპლუაში ცდის ბედს.

    როგორც იცით, 2022 წელს კატარში მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარებაა დაგეგმილი. AFP-ის ჟურნალისტებმა ჩავის დაუსვეს შეკითხვა, იფიქრებდა თუ არა ის იმ დროისთვის კატარის ნაკრების მწვრთნელობაზე. კატალონიელს ჯერ გადაწყვეტილება არ აქვს მიღებული, თუმცა ფიქრობს, რომ იქამდე, სანამ რომელიმე სერიოზულ გუნდს უხელმძღვანელებს, ახალგაზრდული გუნდის, მაგალითად კატარის 19 ან 23 წლამდელთა ნაკრების გაწვრთნა უფრო მართებული იქნება.

    "რატომაც არა? ეროვნული ნაკრების მწვრთნელობა ძალიან კარგი იქნება, თანაც, აქაურობას უკვე კარგად ვიცნობ. მაგრამ, მხოლოდ ეს არაა საკმარისი. კარგი მწვრთნელი რომ გახდე, ამისთვის კარგი შტაბი და დიდი გამოცდილებაა საჭირო.

    კატარელების დახმარება ახლაც შემიძლია, ამისთვის თანამდებობა არ მჭირდება, მაგრამ ჩემი მიზანია მთავარი მწვრთნელი ვიყო."

    ჩავი სამწვრთნელო კურსების გავლას მომავალ წელს, მადრიდში გეგმავს და უკვე იცის, თუ როგორი სტილით ითამაშებენ მისი გუნდები.

    "ჩვენ იოჰან კრუიფის, ფრენკ რაიკაარდის, ლუი ვან გაალის და პეპ გვარდიოლას სტილს უნდა მივყვეთ. ეს არა მხოლოდ "ბარსელონას", არამედ მსოფლიო ფეხბურთს სჭირდება.

    "ბარსელონას" თამაშის ხარისხი ამ მწვრთნელების ხელში შთამბეჭდავი იყო. თუ მწვრთნელი გავხდები, მეც ამ გზას გავყვები".

    შეგახსენებთ, რომ ჩავი ერნანდესმა სამწვრთნელო კარიერის დაწყების სურვილი ჯერ კიდევ 2015 წელს გამოთქვა, მაშინ, როცა "ბარსელონა" დატოვა და სპარსეთის ყურეს მიაშურა. აღსანიშნავია, რომ კატალონიური გუნდის მრავალ გულშემატკივარს მისი ხილვა უახლოეს პერიოდში სწორედ "ბარსას" მთავარი მწვრთნელის რანგში სურს.


    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    1 - 10 ოქტომბერი 2017 21:16

    ეს ბარსაში სუპერ იქნება.