მილანს დეულოფეუს იჯარით აყვანა სურს

მილანს დეულოფეუს იჯარით აყვანა სურს

იტალიური "მილანი" "ბარსელონას" თავდამსხმელით, ჟერარ დეულოფეუთი კვლავ ინტერესდება, იტყობინება Sport.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში დეულოფეუ "მილანში" იჯარის წესებით თამაშობდა. ზაფხულში კი კატალონიურმა კლუბმა ესპანელი "ევერტონისგან" გამოისყიდა, რომელიც მოთამაშის უფლებებს ფლობდა.

"მილანში" ასპარეზობის დროს დეულოფეუმ კარგი შთაბეჭდილება დატოვა და ამიტომაც "როსონერის" კვლავ მისი იჯარით აყვანა სურს. იტალიური კლუბის ხელმძღვანელობა გეგმავს, რომ იანვარში "ბარსელონას" შეთავაზება გაუკეთოს.

ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში დეულოფეუმ 5 მატჩი ჩაატარა (4 ძირითადიდან) და ერთი შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Guro messi
    სტუმარი [?]
    #2 10 ოქტომბერი 2017 20:07
    0
    სათადარიგოზე იდეალურია და ამიტომ უნდა დარჩეს გუნდში
    Barca The Best
    სტუმარი [?]
    #1 7 ოქტომბერი 2017 15:43
    0
    aranairad xeli ar daedos deolfeous