ბართომეუ ლას პალმასთან მატჩის წინ ფეხბურთელებს შეხვდა

ბართომეუ ლას პალმასთან მატჩის წინ ფეხბურთელებს შეხვდა

"ბარსელონას" პრეზიდენტი ჟოზეპ მარია ბართომე "ლას პალმასთან" მატჩის წინ, რომელიც გულშემატკივრების გარეშე ჩატარდა, გასახდელში ფეხბურთელებს ესტუმრა.

ბართომეუ კლუბის ვიცე-პრეზიდენტთან, ჟორდი მესტრესთან ერთად ფეხბურთელებს შეხვდა და მათ სიტუაცია აუხსნა. პრეზიდენტმა მოთამაშეებს უთხრა, რომ არც ლა ლიგა, არც ადგილობრივი პოლიცია, მიუხედავად არეულობისა, თამაშის გადადებას არ ეთანხმება, კლუბს კი, მატჩზე უარის თქმის შემთხვევაში, 6 ქულის დაკარგვა ემუქრება.

"თუ ლიგა 6 ქულას წაგვართმევს, არავინ გაიხსენებს მატჩის გადადებას. გაიხსენებენ მხოლოდ იმას, რომ ჩემპიონატი წავაგეთ", - მიმართა ბართომეუმ ფეხბურთელებს.

"ბარსელონას" კაპიტანი ანდრეს ინიესტა იმ ფეხბურთელებთა რიცხვს მიეკუთვნებოდა, რომლებიც მოედანზე გასასვლელად მზად იყვნენ, მაგრამ მან პრეზიდენტს უთხრა: "არ გავაკეთებთ ამას ისე, თითქოს ასეთი გადაწყვეტილება ჩვენ მივიღეთ. ეს კლუბის საქმეა".

რამდენიმე ფეხბურთელი კვირას მატჩის ჩატარების წინააღმდეგი იყო. მათ შორის იყვნენ სერჟი რობერტო და ჟერარ პიკე, თუმცა მოთამაშეების უმრავლესობა სათამაშოდ მზად იყო. რაც შეეხება ლიონელ მესის, მას თავისი აზრი არ გამოუხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Guro messi
    სტუმარი [?]
    #5 3 ოქტომბერი 2017 18:00
    0
    კარგია რომ ჩატარდა მატჩი.
    Culé [?]
    #4 3 ოქტომბერი 2017 01:43
    0
    ციტატა: Johan cruyff13
    ციტატა: gurgenidze
    Peru da ekvadoro darchenia argentinas .. orive mosagebia tu undat gasvla

    4 ქულაც აწყობთ 1 უნდა მოიგონ ერთი უნდა ფრედ ითამაშონ და გადიან.

    Perus da argentiams erti raodenobis qulebi aqvtt da areqnebat albat martivi matchi mitumetes rom nakrebi cud dgeshia
    Gerip3
    სტუმარი [?]
    #3 3 ოქტომბერი 2017 01:03
    0
    პირველად ცხივრებაში ამკაცს ვეთანხმები:) სწორი გადაწყვეტილება იყო თამაშის ჩატარება თუნდაც დახურულ კარებს მიღმა
    Culé [?]
    #2 3 ოქტომბერი 2017 00:46
    0
    Peru da ekvadoro darchenia argentinas .. orive mosagebia tu undat gasvla
    Culé [?]
    #1 3 ოქტომბერი 2017 00:44
    0
    Argentimas vistan darcha eg ori tamashi ? Asiani unda moigos orive