ანდრეს ინიესტა 10 დღეს იუქმებს

ანდრეს ინიესტა 10 დღეს იუქმებს

"ბარსელონას" ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, კატალონიური კლუბის კაპიტანმა, ანდრეს ინიესტამ, "ლას პალმასთან" მატჩში (3:0) ტრავმა მიიღო.

ინიესტა მოედანზე მატჩის 46-ე წუთზე გავიდა, თუმცა 84-ე წუთზე მან თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო. 33 წლის ფეხბურთელმა მარცხენა ფეხის მუხლქვედა მყესი დაიჭიმა და დაახლოებით 10 დღე ვერ ითამაშებს.

ანდრეს ინიესტა ესპანეთის ნაკრებში გამოძახებულია, თუმცა ის გუნდს ალბანეთთან (6 ოქტომბერი) და ისრაელთან (9 ოქტომბერი) მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებში ვერ დაეხმარება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Guro messi
    სტუმარი [?]
    #3 2 ოქტომბერი 2017 18:10
    0
    ატლეტიკოსთან მატჩამდე დაბრუნდება იმედია
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 2 ოქტომბერი 2017 00:35
    0
    ძალიანაც კაი ნაკრებში აღარ დაიღლება, ეხლა მაინც გამოიძახონ რობერტო ამ ჩემისებმა
    Culé [?]
    #1 2 ოქტომბერი 2017 00:10
    0
    Mtavaria atlestan iyos