სილესენი მზადაა ბარსელონა ზამთარში დატოვოს

"ბარსელონას" გოლკიპერი, იასპერ სილესენი გუნდის შეცვლას გეგმავს, იტყობინება Talksport.
28 წლის მოთამაშე კატალონიურ კლუბში 2016 წლის ზაფხულში, ამსტერდამის "აიაქსიდან" გადავიდა, თუმცა გასულ სეზონში, ესპანეთის ჩემპიონატში მხოლოდ და მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა.
სილესენი მზადაა დატოვოს "ბარსელონა" უახლოეს სატრანსფერო ფანჯარაზე, რომელიც იანვარში გაიხსნება. მის მიმართ ინტერესს "კრისტალ პალასი" იჩენს.
თეგები: იასპერ სილესენი
კომენტარები [ 5 ]