ბარსელონა ლა ლიგაში დომინირებს

  • 24-09-2017, 14:57
  • ბარსელონა ლა ლიგაში დომინირებს

    ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მე-6 ტურის მატჩის შემდეგ, სადაც „ბარსელონამ“ „ჟირონა“ 3:0 დაამარცხა, ლა ლიგის Facebook-ის ოფიციალურმა გვერდმა ქვეყნის ჩემპიონატში კატალონიელთა დომინაციას ხაზი გაუსვა.

    6 შეხვედრაში ერნესტო ვალვერდეს კოლექტივს 100%-იანი მაჩვენებელი აქვს. „ბარსელონა“ 18 ქულით პირველ ადგილს იკავებს. „ლურჯ-ბროწეულისფრებმა“ ყველაზე მეტი გოლი გაიტანეს (20) და საკუთარ კარში ყველაზე ნაკლები გაუშვეს (2), ბომბარდირთა დავის ლიდერი კი არგენტინელი ლეგენდა, ლიონელ მესია (9).

    კატალონიელები მადრიდის „ატლეტიკოს“ 4 ქულით უსწრებენ, ხოლო „რეალს“ - 7. „ბარსელონას“ საკუთარი პოზიციის გამყარების შანსი 1 ოქტომბერს, „ლას პალმასთან“ მატჩში ექნება, აქედან 13 დღის შემდეგ კი ვალვერდეს შეგირდებს „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ უმძიმესი შეხვედრა ელით დიეგო სიმეონეს გუნდის წინააღმდეგ.

    მსგავსი სიახლეები

    ბარსელონას მეტოქეების ანგარიშზე 3 ავტოგოლია
    18 ქულა - სუარესმა საიუბილეო მატჩი გოლით დააგვირგვინა
    ჟირონა - ბარსელონა: მატჩისწინა მიმოხილვა
    "მალაგა" 2:0 "ბარსელონა". საინტერესო ფაქტები
    სიმეონე: "ბარსა" პრიმერაში საუკეთესოა"

    კომენტარები [ 3 ]

    გასულია

    3 - 24 სექტემბერი 2017 19:41

    Cholo Ligaze gvamwarebs tore la ligashi bulkia

    გასულია

    2 - 24 სექტემბერი 2017 17:48

    ვამოს ბარსააა

    გასულია
    Guro messi წევრი

    1 - 24 სექტემბერი 2017 16:04

    ასე გაგრძელდება დარწმუნებული ვარ

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.