ჟირონა-ბარსელონა 0:3 - Marca-ს შეფასებები

ჟირონა-ბარსელონა 0:3 - Marca-ს შეფასებები

ლა ლიგის მე-6 ტურში "ჟირონას" წინააღმდეგ გამართული მატჩის შემდეგ Marca-მ "ბარსელონას" ფეხბურთელები შეაფასა.

მარკ-ანდრე ტერ შტეგენი

გერმანელმა პირველ ტაიმში ორჯერ იხსნა საკუთარი გუნდი, შემდეგ კი მის კარს საფრთხე აღარ დამუქრებია.

სერჟი რობერტო

რობერტო შესანიშნავი იყო. ის დაცვასაც ეხმარებოდა და შეტევებშიც იღებდა მონაწილეობას, ხშირად ეხმარებოდა ლუის სუარესს საგოლე მომენტების შექმნაში.

ხავიერ მასკერანო

მას შეცდომა არ დაუშვია და კარგად ამოჰქონდა ბურთი დაცვის ხაზიდან.

სამუელ უმტიტი

ფრანგ მცველს ძირითადად კონტრშეტევებთან უწევდა გამკლავება, რაც მას არ გასჭირვებია.

ჟორდი ალბა

ალბამ პირველ გოლში დიდი როლი ითამაშა. ის ხშირად რთულ სიტუაციებში იღებდა ბურთს, თუმცა შეტევიდან დაცვაში დაბრუნებას ხშირ შემთხვევაში კარგად ვერ ახერხებდა.

ივან რაკიტიჩი

მას მისთვის უჩვეულო, საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე უწევდა თამაში და დავალებას თავი ბოლომდე კარგად ვერ გაართვა.

პაულინიო

პაულინიომ გატანა ვერ მოახერხა მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე შანსი ჰქონდა, თუმცა მაინც პროდუქტიული იყო.

ანდრეს ინიესტა

ინიესტა ნახევარდაცვას მთლიანად აკონტროლებდა და გულშემატკივრებისგან ხშირად ოვაციებსაც იმსახურებდა.

ალეიშ ვიდალი

ის მარჯვენა ფლანგზე ძალიან ეფექტური იყო და მეორე გოლი სწორედ მისი კარგი თამაშის დამსახურება გახლდათ.

ლუის სუარესი

დიდი პაუზის შემდეგ, როგორც იქნა, ურუგვაელმა გატანა მოახერხა და ის ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება.

ლიონელ მესი

დიდი მოლოდინის და კარგი სერიის მიუხედავად, არგენტინელისთვის ეს საღამო საკმაოდ წყნარი გამოდგა.

შეცვლაზე შემოსულები:

სერხიო ბუსკეტსი

მატჩის ბოლოს, როცა "ჟირონამ" ოდნავ მოუმატა, ბუსკეტსს ხშირად დაცვაში უწევდა თამაში.

დენის სუარესი

დენისი შეხვედრაში მხოლოდ 81-ე წუთზე ჩაერთო და შესაბამისად, განსაკუთრებული არაფერი გაუკეთებია.

ანდრე გომეში

დენის სუარესის მსგავსად, პორტუგალიელსაც ძალიან მცირე დრო მიეცა და ბურთს ის მხოლოდ ერთხელ შეეხო.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Guro messi
    სტუმარი [?]
    #2 24 სექტემბერი 2017 16:07
    0
    სწორი შეფასებებია
    გოგიტა
    სტუმარი [?]
    #1 24 სექტემბერი 2017 15:59
    0
    ვეთანხმები მე პირადად