ბარსელონას მეტოქეების ანგარიშზე 3 ავტოგოლია

ბარსელონას მეტოქეების ანგარიშზე 3 ავტოგოლია

ლა ლიგის მე-6 ტურის მატჩში "ბარსელონამ" "ჟირონა" 3:0 დაამარცხა. მასპინძლებმა საკუთარ კარში 2 გოლი გაიტანეს, 69-ე წუთზე კი ლუის სუარესმა შეხვედრას წერტილი დაუსვა.

ესპანეთის ჩემპიონატის წლევანდელ გათამაშებაში გატანილი 20 გოლიდან 9 ლიონელ მესის ანგარიშზეა. კატალონიელთა მეტოქეებმა საკუთარ კარში 3-ჯერ გაიტანეს. წარმოგიდგენთ "ბლაუგრანას" საუკეთესო ბომბარდირთა ხუთეულს ლა ლიგაში. 

"ბარსელონამ" ექვსივე შეხვედრა მოიგო. მეორე ადგილზე მყოფ "ატლეტიკოს" კატალონიური გრანდი 4 ქულით უსწრებს. "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" 8 გოლით მეტი გაიტანეს ვიდრე დიეგო სიმეონეს შეგირდებმა და ცხრით მეტი, ვიდრე "რეალმა". 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Guro messi
    სტუმარი [?]
    #2 24 სექტემბერი 2017 14:25
    0
    ციტატა: dshvelidze
    ციტატა: MessiAbuTidze4848
    წელს ისევ ჩვენ გავხდებით ჩემპიონები

    წყალი არ გაუვა ბრატ.ჩვენი უნდა იყოს ყველაფერი წელს

    ვისკა ბარსა

    ტრებლს დავდებთ მჯერა ჩვენი ბიჭების.ღმერთი შეგვეწევა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 24 სექტემბერი 2017 12:41
    0
    ავტოგოლი იქნებ მესისაც დაეწიოს smile
    --------------------
    GRACIES JOHAN...