ანრი გულშემატკივრებით აღფრთოვანებულია

  • 22-09-2007, 14:15
  • ტიერი ანრი მადლობას უხდის გულშემატკივრებს მათი მხრიდან მუდმივი მხარდაჭერისათვის, განსაკუთრებით კი სადებიუტო გოლის შემდეგ. იგი ასევე საუბრობს მის ახლანდელ თანაგუნდელებზე და ყოფილ კლუბზეც.

     

    "ბარსელონას” თავდამსხმელმა, ტიერი ანრიმ აღწერა თავისი განცდა მას შემდეგ, რაც მან "ბარსელონა” შემადგენლობაში ოფიციალურ მატჩში პირველად მოახერხა გოლის გატანა. "ესპანურ სოფლეში” გამართულ სარეკლამო აქციაზე, სადაც იგი იკერ კასილიასთან ერთად ღებულობდა მონაწილეობას, ანრიმ აღნიშნა, რომ "ლიონის” კარშ გატანილი გოლის მისთვის გამორჩეული იყო: "გოლის გატანის შემდეგ მე კარგი შეგრძნება დამეუფლა, თუმცა გუნდის გამარჯვება უფრო მნიშვნელოვანია. მე ბედნიერი ვარ, რომ მოვახერხე გოლის გატანა, მითუმეტეს ეს მოვახერხე "ნოუ კამპზე”, ჩვენი გულშემატკივრების თვალწინ. სხვა თამაშებში რამდენიმე უშედეგო მცდელობის შემდეგ როგორც იქნა მოვახერხე გოლის გატანა”.

    ანრიმ განსაკუთრებულად შეაქო გულშემატკივარი: ” გუნდში მოსვლის დღიდან მე გულშემატკივრები განსაკუთრებულად კარგად მექცევიან, მე ძალიან მომწონს "ბარსას” გულშემატკივრები”. ტიერი ანრი იმედოვნებს, რომ პუბლიკას ამსიყვარულისათვის კარგი თამაშით გადაუხდის მადლობას: "მე მოედანზე ყოველთვის ასი პროცენტით ვიხარჯები, მე ყოველთვის ესე ვთამაშობდი”.

    ანრიმ ასევე შეაქო გუნდში თავისი ორი მეგობარი, რონალდინიო და მესი. ბრაზილიელზე მან განაცხადა, რომ იგი განსაკუთრებულია: "იგი განსაკუთრებული ფეხბურთელია. იგი კვლავ არის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, თუ არა საუკეთესო”. რაც შეეხება მესის, ანრის განცხადებით იგი "ლიონთან” მატჩში საუკეთესო იყო: "მესი წინ მიუძღვოდა გუნდს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ გუნდმა კარგად ითამაშა და მოიგო”.

    ანრი არ ივიწყებს ლონდონის "არსენალს” და აცხადებს, რომ კვლავ ბალეშიკობს თავის ყოფილ კლუბს, მან უყურა ლონდონელების მიერ ჩემპიონთა ლიგაზე ესპანური "სევილიის” განადგურებას და შემდეგი განაცხადა: "არსენალი კარგ ფეხბურთს თამაშობს. სასიამოვნოა იმი ყურება, თუ როგორ საბრძოლო განწყობით თამაშობენ ფეხბურთელები. ნათელია, რომ ამ სეზონში "არსენალი” იქნება ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გუნდი, მე ჯერ კიდევ ვრჩები ამ გუნდის ბალეშიკად”.

    წყარო: www.barcamania.ru

    თეგები: მესი


    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.