ობამეიანგი: დემბელე ბარსელონას ძალიან გამოადგება

ობამეიანგი: დემბელე ბარსელონას ძალიან გამოადგება

დორტმუნდის "ბორუსიას" პიერ-ემერიკ ობამეიანგი ყოფილ თანაგუნდელზე, ამჟამად "ბარსელონას" ფეხბურთელზე, უსმან დემბელეზე საუბრობს.

დემბელე "ბარსელონაში" გასულ ზაფხულში გადავიდა. ამას წინ "ბორუსიაში" მოწყობილი გაფიცვა უძღოდა - ფეხბურთელი გუნდთან ერთად ვარჯიშზე უარს ამბობდა და "ბარსელონაში" გაშვებას ითხოვდა.

"დემბელემ გაფიცვის მოწყობა იჩქარა, მაგრამ ის ჩემი მეგობარია და მის კრიტიკას არ დავიწყებ. უსმანის შესანიშნავად მესმის: "ბარსელონაში" გადასვლა მისი ოცნება იყო. კატალონიურ კლუბში თამაში ადვილი არ იქნება, მაგრამ ის იმ ფეხბურთელებში შედის, რომლებსაც ადაპტაციის გავლა უადვილდებათ. დემბელეს "ბარსელონაში" ყველაფერი კარგად ექნება, თუმცა ჯერ არა, რადგან მას ტრავმა აქვს.

ვფიქრობ, უსმანი "ბარსელონას" ძალიან გამოადგება." - ციტირებს ობამეიანგის სიტყვებს RMC.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Gigi da barca
    სტუმარი [?]
    #4 22 სექტემბერი 2017 20:33
    0
    შენც გადმო მომავალშჰიდა ვაფსჰე მაგარი იქნება
    Guro messi
    სტუმარი [?]
    #3 22 სექტემბერი 2017 19:56
    0
    დემბო მაგარი ბიჭია მჯერა მისი
    roninika007
    სტუმარი [?]
    #2 22 სექტემბერი 2017 12:02
    0
    ციტატა: WinGs
    ამასაც უნდოდა წამოსვლა თუ სწორად მახსოვს

    რეალში უნდოდა ამას თამაში.
    მწერალი [?]
    #1 22 სექტემბერი 2017 10:59
    0
    ამასაც უნდოდა წამოსვლა თუ სწორად მახსოვს