ალბა: ასეთი შემართება გუნდში დიდი ხანია არ მიგრძვნია

ალბა: ასეთი შემართება გუნდში დიდი ხანია არ მიგრძვნია

ივან რაკიტიჩის და ჟორდი ალბას სპონსორის მიერ მოწყობილ ღონისძიებაზე "ბარსელონას" მარცხენა მცველმა ჟურნალისტების რამდენიმე საინტერესო კითხვას უპასუხა.

ალბა კმაყოფილია ახალი მწვრთნელის და შტაბის წევრების მუშაობით და თვითონაც ძალიან მონდომებულია, რაც ბოლო პერიოდში მის თამაშზეც აისახება.

"არ ვფიქრობ იმაზე, თუ რა მოხდა წარსულში. ახლა მხოლოდ მომავლისკენ ვიყურები და ასეთი შემართება გუნდში დიდი ხანია არ მიგრძვნია.

ამ სეზონში ჩვენი მიზანი უცვლელია და ისევ ყველა ტიტულის მოგებას შევეცდებით".

ჟორდი ალბამ მისი თანაგუნდელის, ანდრეს ინიესტას შესახებაც ისაუბრა, რომლის მომავალთან დაკავშირებით ბოლო დროს საკმაოდ ბევრი ინფორმაცია ვრცელდება.

"ინიესტა ჩვენთვის - გუნდის წევრებისთვის და "ბარსელონას" გულშემატკივრებისთვისაც ძალიან ძვირფასი ადამიანია. მან უკვე თქვა, რომ ბარსელონა მისი სახლია და მისი აქ ყოფნით ჩვენ ყოველთვის ბედნიერი ვიქნებით" - განაცხადა ალბამ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 16 სექტემბერი 2017 19:15
    0
    მაგარი შემართებაა
    მკვდრებივით თამაშობთ
    bowtie bowtie bowtie
    Guro messi
    სტუმარი [?]
    #1 16 სექტემბერი 2017 18:14
    0
    დღეს მინიმუმ ასისტს ველი შენგან