ხავიერ ტებასი: ლა ლიგა ყველა ქომაგის ინტერესს იცავს

ხავიერ ტებასი: ლა ლიგა ყველა ქომაგის ინტერესს იცავს

ლა ლიგის პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა ისაუბრა იმის შესახებ, თუ რატომ იწყება ესპანეთის ჩემპიონატის შეხვედრები ადრე. როგორც იცით, მე-17 ტურის მატჩი "რეალსა" და "ბარსელონას" შორის 23 დეკემბერს, 16:00 საათზე (თბილისის დროით) გაიმართება.

"ესპანეთის ჩემპიონატს უამრავი მაყურებელი ჰყავს. სინგაპურსა და ავსტრალიაში ეს კარგი დროა ფეხბურთის საყურებლად. მე ყურადღებას ვიჩენ იმ ქომაგების მიმართაც, რომლებიც სტადიონზე მისვლას ვერ ახერხებენ და მატჩს თვალყურს ტელევიზორებით ადევნებენ.

ის, ვინც სტადიონზე არ მოდის, მაუწყებლობისთვის ფულს იხდის. გულშემატკივრებს შორის ბალანსი უნდა იყოს დაცული და ჩვენ სწორედ ამაზე ვმუშაობთ. საერთაშორისო არენაზე 30%-ით მეტი მაყურებელი გვყავს, ბოლო 3 წლის განმავლობაში კი სწრებადობა თითქმის ორი მილიონით გაიზარდა. თითოეული ქომაგი პატივისცემას იმსახურებს."-ამბობს ტებასი Onda Cero-სთან ინტერვიუში.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 12 სექტემბერი 2017 13:58
    0
    ბოლო 3 წლის განმავლობაში კი სწრებადობა თითქმის ორი მილიონით გაიზარდა.
    ნეტა ეს სიტყვა ესპანურად როგორ თქვა, ენა არ მოიტეხა?
    Alex007
    სტუმარი [?]
    #5 11 სექტემბერი 2017 22:37
    0
    სახლს ჩავაბნელებ :) ცოტა განწყობა მაინც მომემატება
    Culé [?]
    #4 11 სექტემბერი 2017 22:02
    0
    ციტატა: grizmann
    ოჰ ბარემ Dილის 7 საათზედ ჩასვით და მაშინ ვუყუროთ

    თავის დროზე მაინც იყოს წესიერი sunglasses sunglasses :)))

    ციტატა: tigresa
    ციტატა: grizmann
    ოჰ ბარემ Dილის 7 საათზედ ჩასვით და მაშინ ვუყუროთ

    abaa meti saqme ar aqvt saqartvelos droze ascoron matchebis dacyebis dro:))

    თავის დროზე მაინც იყოს წესიერი sunglasses sunglasses :)))
    Guro messi
    სტუმარი [?]
    #3 11 სექტემბერი 2017 21:15
    0
    შაბათი ყოფილა გამისკდა გული
    Culé [?]
    #2 11 სექტემბერი 2017 21:07
    0
    ციტატა: grizmann
    ოჰ ბარემ Dილის 7 საათზედ ჩასვით და მაშინ ვუყუროთ

    abaa meti saqme ar aqvt saqartvelos droze ascoron matchebis dacyebis dro:))
    Culé [?]
    #1 11 სექტემბერი 2017 21:05
    0
    ოჰ ბარემ Dილის 7 საათზედ ჩასვით და მაშინ ვუყუროთ