რობერტ ფერნანდესი: ინიესტა დარჩება

  • 10-09-2017, 03:34
  • რობერტ ფერნანდესი: ინიესტა დარჩება

    "ბარსელონას" სპორტული დირექტორი რობერტ ფერნანდესი აცხადებს, რომ გუნდის კაპიტანი ანდრეს ინიესტა კატალონიურ კლუბს არ დატოვებს.

    "ინიესტა დარჩება. ის განსაკუთრებული ფეხბურთელია. ის, როგორც ფეხბურთელი, "ბარსელონაში" დაიბადა, თუმცა პირველი ნაბიჯები "ალბასეტეში" გადადგა.

    ჩვენი ურთიერთობა ინიესტასთან განსაკუთრებულია, რადგან მან ეს დაიმსახურა თავისი საქციელისა და ყველა იმ ბედნიერი მომენტისათვის, რომლებიც მან გვაჩუქა", - ციტირებს ფერნანდესის სიტყვებს AS.

    ანდრეს ინიესტა "ალბასეტედან" "ბარსელონაში" 12 წლის ასაკში გადავიდა. ესპანელმა ნახევარმცველმა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა 4-ჯერ მოიგო, კატალონიურ გრანდში 413 მატჩი ჩაატარა და 34 გოლი გაიტანა.

    მსგავსი სიახლეები

    რობერტ ფერნანდესი: "სერის ტრანსფერი გამორიცხულია"
    რობერტ ფერნანდესი: "მესისთან შეთანხმება სრულადაა მიღწეული"
    ფერნანდესი: "დიბალა დიდებული ფეხბურთელია"
    ფერნანდესი: "ვერატისა და დიბალას გადმობირება ძალიან ძნელი იქნება"
    ფერნანდესი დარწმუნებულია, რომ ინიესტა კონტრაქტს გაახანგრძლივებს

    კომენტარები [ 3 ]

    გასულია
    me da barca წევრი

    3 - 10 სექტემბერი 2017 16:33

    ინიესტა დარჩება, მაგრამ შენ დარჩები?

    გასულია
    Guro messi წევრი

    2 - 10 სექტემბერი 2017 10:40

    ინიესტა აქ დაასრულებს კარიერას.

    გასულია
    SHOTAMESSI10 წევრი

    1 - 10 სექტემბერი 2017 04:08

    იმედია დარჩება ინი

    --------------------
    მე მიყვარს ბარსა და მეყვარება ცხოვრების ბოლომდე ❤❤❤❤❤❤❤❤❤❤
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.