“ბარსელონა”-”ლიონი” – ფეხბურთელების კომენტარები

  • 20-09-2007, 21:56
  • ჩავი:

    ეს ძალზე კარგი შედეგია, ბურთების სხვაობამ შეიძლება ჯგუფში ბევრი რამ გადაწყვიტოს. ჩვენ ჩვენი პოტენციალი სრულად არ წარმოგვიჩენია, მაგრამ მაინც კარგად ვითამაშეთ. გუნდმა აჩვენა, რომ ჩვენ უფრო და უფრო ვძლიერდებით და მომავალშიც გავაგრძელებთ თამაშის გაუმჯობესებას. დღევანდელ შეხვედრაში დაცვამ შესანიშნავად ითამაშა და ჩვენც მოედნის ცენტრში ბურთს კარგად ვაკონტროლებდით. მე ჯერ კიდევ ვგრძნობ, რომ გუნდს ვჭირდები, ჩვენ სერიოზული მიზნები გვაქვს და შევეცდებით ამ მიზნების მიღწევას. ჩვენ გვსურს კლუბის ისტორიაში მესამედ მოვიგოთ ჩემპიონთა ლიგა. ჩვენ საკუთარ მოედანზე არცერთი ქულა არ უნდა დავკარგოთ”.

    მესი:

    "დღევანდელი გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო, რადგან ესპანეთის ჩემპიონატში ჩვენ ჯერ ჩვენი თამაში ვერ ვაჩვენეთ და გულშემატკივარი უკმაყოფილო იყო. გუნდმა დატოვა კარგი შთაბეჭდილება ძალზე სერიოზულ მოწინააღმდეგესთან. რაც შეეხება გოლს, რომელიც მეგ ავიტანე, იგი პრაქტიკულად სრულიად ინიესტას დამსახურებაა”.

    ინიესტა:

    შეხვედრა არ იყო ადვილი, ჩვენ გაგვიმართლა, რომ მოვახერხეთ წინ გასვლა და შემდეგ თამაშის გაკონტროლება. "ლიონი” მართლაც დიდებული გუნდია, ფრანგმა ფეხბურთელებმა ჩვენ სერიოზული პრობლემები შეგვიქმნეს. ყოველი მატჩი იქნება ისეთი, როგორც ფინალი და მნიშვნელოვანია, რომ გუნდმა ტურნირი მოგენით დაიწყო, ეს ჩვენ დამაჯერებლობას შეგვმატებს. რაც ყველაზე თავარია, ფეხბურთელებმა ძალები არ დაიშურეს, რათა ყველაფერი კარგად წარმართულიყო. ჩვენ უნდა ვიყოთ ერთად, თუ ჩვენ ერთი მიმართულებით ვიმოძრავებთ, ამითი "ბარსა” მხოლოდ მოიგებს. "სევილიასთან” დაპირისპირება ძალზე რთული იქნება, მოწინააღმდეგეს მართლა ძლიერი გუნდი ჰყავს, მაგრამ ჩვენ მხოლოდ სამი ქულის მოპოვებაზე ვფიქრობთ”.

    ძამბროტა:

    "ჩვენ ვთამაშობდით კარგად და ვქმნიდით ბევრ საგოლე მომენტს. შედეგი შეიძლებოდა ყოფილიყო უფრო კარგი, მაგრამ ჩვენ კმაყოფილნი ვართ საკუთარი თამაშით. ეს თამაში ჩვენ მოგვცემს დამაჯერებლობას მომავალ თამაშებში, პირველ რიგში კი შაბათს "სევილიას” წინააღმდეგ გასამართ მატჩში”.

    მილიტო:

    მე მოედანზე გასვლით კარგი შეგრძნება დამეუფლა და თავს თავდაჯერებულად ვგრძნობდი. ჩემი ოცნება ახდა ძალზე ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ მატჩში. დღევანდელ მატჩში მიღწერული შედეგი ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია. ჩვენ საკმაოდ კარგად ვთამაშობდით პრესინგს და არ ვაძლევდით "ლიონის” ფეხბურთელებს საშუალებას, რომ თავისი თამაში ეთამაშათ. ეს გამარჯვება ჩვენ გვჭრდებოდა, რათა გვერწმუნა საკუთარი ძალები”.

    დოს სანტოსი:

    მე ძალზე კმაყოფილი ვარ ჩემი ჩემპიონთა ლიგაში დებიუტით. ეს არის კიდევ ერთი სიზმარი, რომელიც რეალობად მექცა. მე თავს არ ვზოგავდი, რათა ამ მომენტს მომზადებულად შევხვედროდი, ახლა კი უნდა ვისარგებლო იმ მომენტით, რომ მწვრთნელი მენდობა. ჩვენ დიდებული გუნდი გვავს და ბოაინსაც და მეც გვსურს მოვიგოთ რაც შეიძლება მეტი ტიტული. მე დავინახე ძალზე სერიოზული გუნდი თამაშის დასაწყისშივე, რომელიც ყველა რგოლში შესანიშნავად მოქმედებდა. გულშემატკივრები ჩვენ ყოველ წუთს მხარს გვიჭერდნენ და მნიშვნელოვანია, რომ მთელი სეზონის განმავლობაში ესე გაგრძელდეს.

    თეგები: მესი


    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.