არდა თურანი ბარსელონას დატოვებაზე უარს აცხადებს

არდა თურანი ბარსელონას დატოვებაზე უარს აცხადებს

"ბარსელონას" თურქ ნახევარმცველს კლუბის დატოვება არ სურს. ფეხბურთელი, რომელსაც კონტრაქტის თანახმად 3 წელი აქვს დარჩენილი, ყველანაირად ცდილობს მიმდინარე სეზონიც ლურჯ-ბროწეულისფერი მაისურით ჩაატაროს. მიუხედავად იმისა, რომ "ბარსელონასა" და "გალათასარაის" შორის შეთანხმება მიღწეულია, ტრანსფერს თავად ფეხბურთელი აფერხებს.

სწორედ ამ დღეს, როცა თურქეთში სატრანსფერო ფანჯარა იხურება, თურანის წარმომადგენელმა, აჰმეთ ბულუთმა ჭორები უარყო და განაცხადა, რომ "თურანი ჯერ კიდევ ბარსელონაშია, ესპანური ცნობები სიმართლეს არ შეესაბამება."

რამდენიმე დღის წინ თავად არდამაც თავისი სურვილი ნათელი გახადა - იგი წინადადებების განხილვას არ აპირებს. "მე აქ ვრჩები. კლუბში ბედნიერი ვარ და მასთან კიდევ 3-წლიანი კონტრაქტი მაკავშირებს."

მისი პოზიცია ახლაც უცვლელია. მიუხედავად იმისა, რომ RAC 1-ის ცნობით კლუბებს შორის შეთანხმება შედგა. "გალათასარაი" ფეხბურთელის თანხმობის შემთხვევაში მას 2 წლიანი იჯარით აიყვანს და ამაში 8 მილიონ ევროს გადაიხდის.

გულშემატკივრებს კი კიდევ რამდენიმე საათით დაცდა მოუწევს. დღეს, თურქეთში სატრანსფერო ფანჯარა იხურება და საინტერესოა, შეიცვლის თუ არა ფეხბურთელი პოზიციას და დათანხმდება "გალათასარაიში" გადაბარგებას.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Rivaldo2310
    სტუმარი [?]
    #2 8 სექტემბერი 2017 18:23
    0
    Aman ra sheiyo ver unda mixvdes rom agar chirdeba barcelonas? Xom ver moishores ra
    Guro messi
    სტუმარი [?]
    #1 8 სექტემბერი 2017 16:50
    0
    საერთოდ გაყიდონ ორი წლის მერე ამას აღარავინ იყიდის