ესპანური გუნდებიდან ყველაზე მეტი ბარსელონამ დახარჯა და გამოიმუშავა

ესპანური გუნდებიდან ყველაზე მეტი ბარსელონამ დახარჯა და გამოიმუშავა

გასულ სატრანსფერო სეზონში ესპანურმა კლუბებმა უფრო მეტი ფული დახარჯეს, ვიდრე წინა წელს, რაც "ბარსელონას" ხარჯზე მოხდა.

AS-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ესპანურმა კლუბებმა ფეხბურთელების შეძენაზე სულ 596 მილიონი დახარჯეს, რაც წინა წლის მონაცემზე 104 მილიონით მეტია.

ლა ლიგის წარმომადგენლებმა ბევრიც გამოიმუშავეს - 676 მილიონი ევრო. გასულ წელს, ეს მაჩვენებელი მხოლოდ 450 მილიონი იყო.

"ბარსელონამ" კვლავ ყველაზე მეტი ფული დახარჯა. კატალონიელებმა ფეხბურთელებში 230 მილიონი ევრო გადაიხადეს. მე-2 ადგილზე, 64 მილიონით, "სევილია" მოდის, ხოლო მესამეზე, 45 მილიონით - "ვილიარეალი".

ბუნებრივია, "ბარსელონამ" ყველაზე მეტი ფულიც გამოიმუშავა. ნეიმარისა და კრისტიან ტელიოს გაყიდვით კატალონიელთა ბიუჯეტი 226 მილიონი ევროთი შეივსო. მე-2 ადგილზე "რეალი" იკავებს - 142 მილიონი, მესამეზე კი, 76 მილიონით, "სევილიაა".

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #6 3 სექტემბერი 2017 16:31
    0
    ციტატა: mesi_10
    რეალმა რამდენი დახარჯა?

    40-50 მილიონი , სებალიოსი და ტეო იყიდეს მეტი არავინ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 3 სექტემბერი 2017 13:19
    0
    რეალმა რამდენი დახარჯა?
    Davidus
    სტუმარი [?]
    #4 3 სექტემბერი 2017 11:50
    0
    იმედია ნორმალურ შედეგს დადებს გუნდი...
    Guro messi
    სტუმარი [?]
    #3 3 სექტემბერი 2017 11:09
    0
    ასეთი გუნდი გვყავს-ძირითადი:
    ტერ შტეგენი
    სემედუ პიკე უმტიტი ალბა
    რაკიტიჩი ბუსკეცი ინიესტა
    მესი სუარესი დემბელე.
    აქ რეალურად ძალიან მაგარი ბიჭები არიან თავმოყრილნი და ძალიან მომწონს ჩვენი ძირითადი გუნდი.მარჯვენა მცველის პრობლემა კარგად მოგვარდა და სემედუს დიდი იმედი მაქვს.
    სათადარიგო:
    სილესენი
    ვიდალი მასკერანო ვერმალენი დინი
    პაულინიო/რაფინია გომეში რობერტო/დენისი
    არდა ალკასერი დეულოფეო.
    სათადარიგო მეკარე და დაცვა მომწონს.მაგრამ ბუსკეცის სრულფასოვანი შემცვლელი არ გვყავს და მგონი აქ ყველას გომეში ჯობია რამდენჯერმე ითამაშა ბუსის პოზიციაზე და ყველაზე მეტად აქ მომეწონა ეგ საყრდენად.ვფიქრობ ინიესტას ღირსეულად ჩაანაცვლებენ რობერტო და დენისი.არდა რატო დატოვეს აზრზე არ ვარ.ზამთარში დიდი სიახლეები გველის.

    კლუბი ასე უნდა მოიქცეს უახლოეს მომავალში:
    1)ხელმძღვანელობის შეცვლა.
    2)ზამთარში არდა,რაფინია ,ვერმალენი,ალკასერი უნდა წავიდნენ.
    3)უნდა ვიყიდოთ იერი მინა,ლემარი,ერთი საშუალო დონის ვინგერ ფორვარდი და დოლბერგი.
    იმედია ახალი ხელმძღვანელობა ყველაფერ კარგს გააკეთებს
    Don vinton
    სტუმარი [?]
    #2 3 სექტემბერი 2017 11:08
    0
    წარმოიდგინეთ რეალს არავინ უყიდია ვაფშეე
    Culé [?]
    #1 3 სექტემბერი 2017 10:58
    0
    კოუტინიოც მოეყვანათ რა ((