უსმან დემბელემ "ბარსელონაში", შესაძლოა, 100 მილიონი ევრო გამოიმუშავოს
გერმანულმა Spiegel-მა "ბარსელონასა" და უსმან დემბელეს შორის გაფორმებული კონტრაქტის ფინანსური დეტალები გაასაჯაროვა.
წყაროს ცნობით, 20 წლის ფრანგი შემტევის წლიური ანაზღაურება 12 მილიონი ევროა, მაგრამ ბონუსების ჩათვლით, შესაძლოა, ეს თანხა 20 მილიონამდე გაიზარდოს. ეს კი ნიშნავს, რომ კონტრაქტის მოქმედების 5 წლის განმავლობაში, დემბელეს შანსი აქვს 100 მილიონი ევრო გამოიმუშავოს.
"ბარსელონამ" უსმან დემბელე დორტმუნდის "ბორუსიადან" 105 მილიონ ევროდ შეიძინა. ბონუსების სახით კი 40 მილიონია გათვალისწინებული.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 25 ]