“ბარსელონა”-”ლიონი” – მატჩისშემდგომი კომენტარები

  • 20-09-2007, 12:39
  • რაიკაარდი: "გულეშემატკივრები ძალზე დაგვეხმარნენ”

    ფრანკ რაიკაარდმა მადლობა მოუხადა გულშემატკივრებს, რათა ისინი გვერდში დაუდგნენ კლუბს "ლიონთან” შეხვედრაში. "ვფიქრობ, რომ გუნდმა კარგად ტრიბუნების მხარდაჭერის გამო ითამაშა, ჩვენ ეს გვჭირდებოდა, კარგი თამაში იყო და ამაში დიდი როლი "ნოუ კამპზე” შეკრებილ გულშემატკივრებსაც მიუძღვით”.

    რაიკაარდმა ასევე ისაუბრა ფეხბურთელებზეც, "გუნდმა კარგად ითამაშა. ყველას უნდა მივულოცოთ, მათ შორის იმათაც, ვინც შემდეგ შევცვალე”.

    ჰოლანდიელ სპეციალისტს არ დავიწყნია ჩემპიონთა ლიგის ორი დებიუტანტის, ჯოვანის და ბიანის თამაშიც, "ჯოვანიმ უკვე დაადასტურა, რომ მას ნებისმიერ დროს შეუძლია გუნდისთვის დახმარების გაწევა. იგი შესანიშნავი ახალგაზრდა ფეხბურთელია, მოედანზე ბევსრ მუშაობს და სახიფათო მომენტებსაც ქმნის. მას შეუძლია ჩვენ ტიტულებისთვის ბრძოლაში დაგვეხმაროს”. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგის რეკორდსმენ, ბოიან კრკიჩს, რაიკაარდმა მასზე შემდეგი განაცხადა: "ბოიანს, ისევე როგორც ჯოვანის, მართებთ ბევრი ვარჯიში და პირველ გუნდში თამაშის შანსის გამოყენება”.

    ხუან ლაპორტა: "ერთიანობა იყო შესანიშნავი”

    კლუბის პრეზიდენტი "ლიონთან” გამარჯვებით კმაყოფილი იყო, "ჩვენ ვაგრძელებთ საკუთარ მოედანზე შესანიშნავ თამაშს, უნდა მივულოცოთ ფეხბურთელებს და მწვრთნელს, მათ ითამაშეს, იბრძოლეს და გამარჯვებაც დაიმსახურეს”.

    ლაპორტა ასევე შეეხო რაიკაარდის თემასაც და მას მოუწონა გულშემატკივრების შექება: "ჩვენ ყველანი ერთად ვიგებთ და ვაგებთ, ფეხბურთელები, გულშემატკივრები, სამწვრთნელო შტაბი და ხელმძღვანელობა, რაიკაარდის მიერ გულშემატკივრების შექება ძალზე მნიშვნელოვანი იყო”.

    ლაპორტამ განსაკუთრებით გამოყო ტიერი ანრი, რომელმაც თავისი პირველი გოლი გაიტნა "კამპ ნოუზე”, "ანრის სჭირდებოდა ეს გოლი და მე ბედნიერი ვარ ამ გოლის გამო” – განაცხადა პრეზიდენტმა.

    მაგრამ ალბათ მთავარი, რაც ლაპორტამ თქვა, იყო შემდეგი სიტყვები: "გუნდის ერთიანობა იყო შესანიშნავი”. ბოლოს კი პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკვე დროა ვიფიქროთ "სევილიასთან” დაპირისპირებაზე.

    პერენი: "მესი ძალზე სახიფათო ფეხბურთელია”

    "ლიონის” მთავარმა მწვრთნელმა აღიარა, რომ მისმა ფეხბურთელებმა ვერ მოახერხეს წინააღმდეგობა გაეწიათ შესანიშნავად მოთამაშე "ბარსელონას” ფეხბურთელებისთვის, "ბარსელონამ ითამაშა შესანიშნავად და ჩვენ ყველა კომპონენტში დაგვჯაბნა”.

    მოწინააღმდეგიდან პერენმა განსაკუთრებით მესი გამოყო და განაცხადა: "მესიმ შესანიშნავად ითამაშა, იგი ძალზე სახიფათო მოთამაშეა. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ მის შესაჩერებლად, რაც კი შესაძლებელი იყო”.

    თეგები: მესი


    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.