სატრანსფერო ფანჯრის გადამწყვეტი ეტაპი: ვინ შეუერთდება „ბარსელონას“? [გამოკითხვა]

სატრანსფერო ფანჯრის გადამწყვეტი ეტაპი: ვინ შეუერთდება „ბარსელონას“? [გამოკითხვა]

2017 წლის ზაფხულში კატალონიის "ბარსელონას" ნელსონ სემედუ, ჟერარ დეულოფეუ, პაულინიო და უსმან დემბელე შეუერთდნენ, მაგრამ ამით სატრანსფერო კამპანია ჯერ არ დასრულებულა.

ესპანეთის ვიცე-ჩემპიონებმა ნეიმარი 20 წლის პერსპექტიული ფრანგი ფორვარდით ჩაანაცვლეს, რომელმაც გასულ სეზონში ყველა ტურნირზე 20 საგოლე გადაცემა გააკეთა. 105 მილიონი ევროს სანაცვლოდ "ბარსელონას" უსმან დემბელე შეუერთდა, რომელიც სისწრაფით, გადაცემების სიზუსტითა და საოცრად დახვეწილი დრიბლინგით გამოირჩევა. ამ მოთამაშეს ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ ბრაზილიელის წასვლა ქომაგებს დაავიწყოს.

ახალწვეულის პრეს-კონფერენციაზე კლუბის სპორტული დირექტორისა და ჟურნალისტების საუბარს დიდი დრო დაეთმო. რობერტ ფერნანდესმა განაცხადა, რომ მისი მიზანი სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე შემადგენლობის კიდევ უფრო გაძლიერებაა. ამის სურვილი "ბლაუგრანას" თავკაცმა, ერნესტო ვალვერდემაც გამოთქვა.

სატრანსფერო ფანჯარა გადამწყვეტ ფაზაში შედის, მედია კი "ბარსელონას" სხვადასხვა სახელებს უკავშირებს. ყველაზე აქტიურად პრესა შემდეგ მოთამაშეებს მოიხსენიებს: ფილიპე კოუტინიო, პაულო დიბალა, ანტუან გრიზმანი, ლემარი, ანხელ დი მარია, რიად მაჰრეზი, ლორენცო ინსინიე, მესუთ იოზილი და იულიან დრაქსლერი

წარმოგიდგენთ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რადარზე მყოფი თითოეული ფეხბურთელის თამაშის ამსახველ ვიდეოს, 2016/17 წლების სეზონის პირად სტატისტიკას და "ბარსელონაში" ტრანსფერის თაობაზე დაწერილ უკანასკნელ ინფორმაციას.

ფილიპე კოუტინიო - 25 წლის

2016/17 წლების სეზონში ფილიპე კოუტინიომ "ლივერპულის" მაისურით 36 მატჩი ჩაატარა, 14 გოლი გაიტანა და 9 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა მოედანზე 2531 წუთი დაჰყო.

ფილიპეს "ბარსელონაში" თამაში სურს, რაც აშკარაა. ბრაზილიელმა "ლივერპულის" ხელმძღვანელობას, "ბარსელონასთან" გამართული უშედეგო მოლაპარაკების შემდეგ, ტრანსფერზე დაყენება მოსთხოვა. მიმდინარე სეზონში კოუტინიოს "წითლების" მაისურით ოფიციალური შეხვედრა ჯერ არ ჩაუტარებია და მედიას თუ დავუჯერებთ, მერსისაიდელთა ათიანი ამის გაკეთებას არც აპირებს.

Yahoo Sport-ის მიერ გავრცელებული უკანასკნელი ინფორმაციით, "ლივერპული" და "ბარსელონა" 160 მილიონ ევროზე შეთანხმდნენ.

[media=https://www.youtube.com/watch?v=w3H4I1LBzGs]

პაულო დიბალა - 23 წლის

2016/17 წლების სეზონში პაულო დიბალამ "იუვენტუსის" მაისურით 48 მატჩი ჩაატარა, 19 გოლი გაიტანა და 9 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. არგენტინელმა ფეხბურთელმა მოედანზე 3370 წუთი დაჰყო.

"ლივერპულთან" მოლაპარაკების პროცესში არსებული სირთულეების გათვალისწინებით, "ბარსელონა" მზადაა ალტერნატიული ვარიანტები განიხილოს, ერთ-ერთი მათგანი კი სწორედ "ბებერი ქალბატონის" ახალგაზრდა ლიდერი, პაულოა.

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, "ბარსელონამ" "იუვენტუსს" პაულო დიბალას სანაცვლოდ 160 მილიონი ევრო შესთავაზა, მაგრამ ტურინულმა კლუბმა არგენტინელი ფორვარდის გაყიდვა არ მოისურვა.

ტანკრედი პალმერი გვამცნობს, რომ ზემოთ აღნიშნული თანხიდან 45 მილიონ ევროს "ლურჯ-ბროწეულისფრები" "ბებერ ქალბატონს" ბონუსების სახით სთავაზობდნენ.

[media=https://www.youtube.com/watch?v=stA3PmmBXak]

ანტუან გრიზმანი - 26 წლის

2016/17 წლების სეზონში ანტუან გრიზმანმა "ატლეტიკოს" მაისურით 53 მატჩი ჩაატარა, 26 გოლი გაიტანა და 12 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. ფრანგმა ფეხბურთელმა მოედანზე 4559 წუთი დაჰყო.

აგვისტოს დასაწყისში დაიწერა, რომ "ბარსელონას" მწვრთნელი, ერნესტო ვალვერდე ანტუან გრიზმანით ინტერესდებოდა. ამჟამად ფრანგის გამოსასყიდი თანხა 200 მილიონი ევროა, 1 წლის შემდეგ კი ეს თანხა ორჯერ შემცირდება. MD მაშინ ვარაუდობდა, რომ კატალონიური კლუბი "ატლეტიკოს" ლიდერის შეძენის ვარიანტს მომდევნო ზაფხულში მიუბრუნდებოდა, მაგრამ "ლივერპულთან" მოლაპარაკების პროცესში შექმნილმა სირთულემ ესპანეთის ვიცე-ჩემპიონს მადრიდელთა შვიდიანი გაახსენა.

[media=https://www.youtube.com/watch?v=m_S9dPIMHSQ]

ლემარი - 21 წლის


2016/17 წლების სეზონში ტომას ლემარმა "მონაკოს" მაისურით 55 მატჩი ჩაატარა, 14 გოლი გაიტანა და 17 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. ფრანგმა ფეხბურთელმა მოედანზე 4209 წუთი დაჰყო.

Sport-ის ინფორმაციით, "ბარსელონამ" ბოლო საათებში ლემარის ტრანსფერის დაჩქარება სცადა, რომელიც ფილიპე კოუტინიოს ალტერნატივად განიხილება. 21 წლის ფეხბურთელის ფასი დაახლოებით 80 მილიონი ევროა. ესპანური პრესის ცნობით, "ლივერპულის" ლიდერის ტრანსფერის მრავალჯერ დაბლოკვის შემდეგ "ბლაუგრანა" საქმეში ჩაება.

კატალონიური გრანდი უკვე დაუკავშირდა "მონაკოსაც" და ფეხბურთელსაც შესაძლო ტრანსფერის თაობაზე და ორივე შემთხვევაში პოზიტიური პასუხი მიიღო.

[media=https://www.youtube.com/watch?v=nwm_nJ8TExc]

ანხელ დი მარია - 29 წლის

2016/17 წლების სეზონში ანხელ დი მარიამ "პარი სენ-ჟერმენის" მაისურით 43 მატჩი ჩაატარა, 14 გოლი გაიტანა და 15 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. არგენტინელმა ფეხბურთელმა მოედანზე 3091 წუთი დაჰყო.

Cadena SER-ის ინფორმაციით, ანხელ დი მარიამ უკვე სთხოვა პარიზელთა მთავარ მწვრთნელს - უნაი ემერის "ბარსელონაში" გაშვება. პსჟ-მ უკვე ორი წინადადება დაბლოკა არგენტინელის თაობაზე. ახლა კი მისი "ბარსელონაში" გადასვლა ფელიპე კოუტინიოს ტრანსფერზე იქნება დამოკიდებული, რომელიც დიდ ბურუსშია მოქცეული.
ყველასთვის ცნობილია "პარი სენ-ჟერმენის" ინტერესი ანდრე გომეშის მიმართ, Mundo Deportivo კი გვამცნობს, რომ "ბარსელონა" პორტუგალიელისა და არგენტინელის გაცვლის წინააღმდეგი არ არის.

რიად მაჰრეზი - 26 წლის

2016/17 წლების სეზონში რიად მაჰრეზმა "ლესტერის" მაისურით 48 მატჩი ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და 7 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. ალჟირელმა ფეხბურთელმა მოედანზე 3766 წუთი დაჰყო.

ალჟირის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ საიტზე დადასტურდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მაჰრეზმა ევროპაში გამგზავრებისა და ახალ გუნდში ტრანსფერის საკითხის გადაწყვეტის უფლება მიიღო.

AS-ის ინფორმაციით, რიადი "ბარსელონასთან" ახლოსაა. ტრანსფერის სანაცვლოდ კატალონიელებს სავარაუდოდ, 50 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ. ფრანგული მედია კატალონიური კლუბის მთავარ კონკურენტად ლონდონის "ჩელსის" მოიხსენიებს.

[media=https://www.youtube.com/watch?v=iAoNs9LanLw]

ლორენცო ინსინიე - 26 წლის

2016/17 წლების სეზონში ინსინიემ "ნაპოლის" მაისურით 49 მატჩი ჩაატარა, 20 გოლი გაიტანა და 12 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. იტალიელმა ფეხბურთელმა მოედანზე 3767 წუთი დაჰყო.

Calcionews24-მა დაწერა, რომ "ბარსელონამ" ლორენცოს სანაცვლოდ "ნაპოლის" 100 მილიონი ევრო შესთავაზა, მაგრამ აქედან რამდენიმე დღის შემდეგ იტალიური კლუბის პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა საინტერესო კომენტარი გააკეთა შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით.

განცხადების კითხვისას მხედველობაში იქონიეთ ის ფაქტი, რომ მინო რაიოლამ ინსინიეს "ბარსელონაში" გადასვლისკენ მოუწოდა.

"რაიოლას შეუძლია გააკეთოს ყველაფერი რასაც მოისურვებს, მაგრამ თუ მას ლორენცო ინსინიეს "ბარსელონაში" ტრანსფერი სურს, ჯერ მე უნდა მომკლას. წინააღმდეგ შემთხვევაში სასურველ მიზანს ვერ მიაღწევს."

ეს კომენტარი ინსინიეს "ბარსელონაში" ტრანსფერის ალბათობას საგრძნობლად ამცირებს, მაგრამ იტალიელი კატალონიელთა რადარიდან ჯერ არ გამქრალა.

[media=https://www.youtube.com/watch?v=unsE1NySGXA]

მესუთ იოზილი - 28 წლის

2016/17 წლების სეზონში იოზილმა "არსენალის" მაისურით 44 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და 14 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. გერმანელმა ფეხბურთელმა მოედანზე 3746 წუთი დაჰყო.

Football Espana-ს ინფორმაციით, "ბარსელონამ" არდა თურანის მესუთ იოზილში გაცვლა სცადა.

გერმანელის კონტრაქტი "არსენალთან" 1 წლის შემდეგ იწურება და "ბარსელონამ" ჩათვალა, რომ "მეთოფეები" მსგავს გარიგებას დათანხმდებოდნენ. თუმცა, ინგლისურმა კლუბმა ტრანსფერზე უარი თქვა და ახლა მესუთის უფასოდ დაკარგვის რისკის წინაშე დგას.

[media=https://www.youtube.com/watch?v=3jnrSqFnIAo]

იულიან დრაქსლერი - 23 წლის

2016/17 წლების სეზონში დრაქსლერმა პსჟ-ს მაისურით 25 მატჩი ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. გერმანელმა ფეხბურთელმა მოედანზე 1576 წუთი დაჰყო.

აგვისტოს საწყის რიცხვებში Bild-მა დაწერა, რომ იულიანის აგენტი, როჯერ ვიტმანი ბარსელონაში გერმანელი ნახევარმცველის ტრანსფერის საკითხის გადასაწყვეტად იმყოფებოდა.

ამის შემდეგ დრაქსლერის თაობაზე არავითარი განახლება არ ყოფილა. "ბარსელონას" სხვა კლუბებიც უწევენ კონკურენციას.

[media=https://www.youtube.com/watch?v=pWDsliqwkGE]

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე ზაფხულში სხვადასხვა მიზეზების გამო "ბარსელონაში" მარკო ვერატისა და ჟან-მიკაელ სერის ტრანსფერები ჩაიშალა. მთელი საფეხბურთო სამყარო კატალონიური კლუბის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს აკვირდება და მხოლოდ დრო გვიჩვენებს, თუ როგორ გააძლიერებენ ესპანეთის ვიცე-ჩემპიონები შემადგენლობას.

სპეციალურად, Barcamania.ge-სთვის...

რომელი ფეხბურთელი უნდა შეიძინოს „ბარსელონამ“?

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 27 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    mero18
    სტუმარი [?]
    #27 3 სექტემბერი 2017 13:34
    1
    ყოჩაღ ავტორს!-რაც შეეხება გუნდის გაძლიერებას, სასწრაფოდ ეს ფსევდო-ხელმძღვანელობაა შესაცვლელი, შემდეგ კი კოუტინიო არის მოსაყვანი!!!
    giogamer_steel
    სტუმარი [?]
    #26 1 სექტემბერი 2017 12:37
    1
    დიმარია ან გრიზმანი დუბალაც კაია
    VISCA DEL BARCA
    სტუმარი [?]
    #25 1 სექტემბერი 2017 12:22
    1
    დიბალა ან ლეარი
    ანრი
    სტუმარი [?]
    #24 31 აგვისტო 2017 17:27
    1
    კოუტინიო გადნოვიდეს და მეტი არაფერი მინდა
    Guro messi
    სტუმარი [?]
    #23 31 აგვისტო 2017 17:24
    1
    კოუტინიო ლემარის დუეტიდან ერთ-ერთს უეჭველი დავითრევთ და მაჰრეზი მინდა კიდე.მაჰრეზის საქმე ადვილადაა და ვფიქრობ რომ უკვე მალე იყიდიან.კოუტინიოს მოსვლის მწამს მაგრამ ლემარიც მაგარი ბიჭია

    ციტატა: Guro messi
    კოუტინიო ლემარის დუეტიდან ერთ-ერთს უეჭველი დავითრევთ და მაჰრეზი მინდა კიდე.მაჰრეზის საქმე ადვილადაა და ვფიქრობ რომ უკვე მალე იყიდიან.კოუტინიოს მოსვლის მწამს მაგრამ ლემარიც მაგარი ბიჭია

    ჰო და კიდე ავტორ საღოლ მაგარი სტატიაა
    Dogra
    სტუმარი [?]
    #22 31 აგვისტო 2017 16:27
    1
    ჩემი აზრით ახლა უნდა ვიყიდოთ ლემარი რომელიც ძალიან გამოგვადგება. ლემარი მეპასეა და ხავის წასვლის შემდეგ ძალიან დაგვაკლდა და ნახევარ მცველიც გვეყოლებაა. და მომდევნო წელს უკვე მოვიყვანოთ კოუ,როგორც სუარეზიმოვიყვანეთ. და ცოუ იქნება ინიესტას შემცვლელი, რომელიც დიდია ალბათობა მომდევნო წელს წავიდეს.
    Culé [?]
    #21 31 აგვისტო 2017 15:50
    1
    ამდენი ფულის ხარჯვას ჯობია მოიხედონ უკან და მიხვდნენ რო ლა მასიას აღზრდილებმა მიიყვანეს იმ მწვერვალზე გუნდი სადაც დგას..1)ვერ ვხვდები რატო გაანათხოვრეს სამპერი უდიდესი პოტენციალის მქონე ფეხბურთელია უბრალოდ არ ენდობიან სხვაში გადაყარონ ურჩევნიათ ფული...2)რითი ჯობია მუნირს პაკო ალკასერი ძალიან დიდი შეცდომა როცა გაუშვეს გუნდიდან 3)რატო არავის გაახსენდა ტიაგო ალკანტარა ამხელა ფულს რო იხდიან ტიაგოში გადაეხადათ ზუსტად რომ ეგეთი ფეხბურთელი ჭირდებათ 3)იყიდეს დენის სუარესი რომელსაც აქვს კარგი პასი ტექნიკა და რავიცი ყველაფერი რაც კარგ ნახევარ მცველს შეიძლება ქონდეს მაგრამ არ ათამაშებენ 4)მარლონი რომელიც ნიცაში გაუშვეს როდესაც გუნდში მხოლოდ 2 მცველია უმტიტი პიკე ''მასკერანოსაც'' მცველს თუ დავარქმევთ ჯანდაბას 3 5)ანდრე გომეში ფეხბურთელი როგორც ასეთი ცუდი არ არის კარგი ნახევარმცველია მაგრამ ბარსელონაში ადაპტირება ძალიან უჭირს მაგრამ აქ პოზიციის არასწორი შერჩევაცაა ჩემი მოკრძალებული აზრით.იმის დრო კიდევ ეხლა გუნდში არაა ეგდოს რაიცი რაში დაგვჭირდესო უნდა გაუშვან 5)ან დეულოფეუს გაშვება რა იყო ან კიდევ უკან მობრუნება ყოველთვის მქონდა მისდამი სიმფათიები მაგრამ ეგ ბიჭი ისევ კლუბმა მიაგდო და ეხლა ესეთ დონეზე რო არის ისევ კლუბის ბრალია თორემ არა ნაკლები იყო და არის მისი პოტენციალით ლუკას ვასკესზე. მე სულ იმ პოზიციაზე ვიქნები რომ ლა მასია არის ის გასაღები ბარსელონასი რითიც სხვა კლუბებისგან ანსხვავებს როდესაც გყავს მაღალი დონის ფეხბურთელები ახალგაზრდულ გუნდში არაა საჭირო მილიონების ფლანგვა.ტრანსფერი აუცილებელია რა თქმა უნდა მაგრამ პაულინიოში 40მილიონი და მსგავსი სისულელე ტრანსფერები არა
    Culé [?]
    #20 31 აგვისტო 2017 15:25
    1
    ყველაზე მეტი გოლი გრიზმანს გატანილი და საერთოდ თუასაკს არ ჩავთვლით (მხოლოდ26წლის ) არაჩვეულებრივი ვარიანტია რა ვიცი ლემარს მირჩევნია და რა ვაქნა თან შვიდიანია და ეს ნომერი თავისუფალია (არდა ხო მიდის) wink თანაც ლალიგაში თამაშობს და აქ 1 სწქტემბერშიც შეგვიძლია გავიფორმოთ relaxed relaxed
    messi.95
    სტუმარი [?]
    #19 31 აგვისტო 2017 14:56
    1
    ციტატა: Rivaldo2310
    Kes mahrezi ozili dimaria gaitanet da arc grizmani ar mepitnaveba barcastvis danarcheni kargia magram dibala ararealuria da ai cous da lemars tu moiyvanen zaan kargi iqneba... aba eseni eriksens da fabinios ar imchneven da satransfero politikaa itireb

    დი მარია ყველაზე ძლიერი რო იცოდე მაგათ შორის და საერთოდ მესის თუ ვინმე გავს თამაშის სტილით დი მარიაა დაჟე დიბალაზე მაგრად დიბალა უფრო აღნაგობით გავს
    Rivaldo2310
    სტუმარი [?]
    #18 31 აგვისტო 2017 14:50
    1
    Kes mahrezi ozili dimaria gaitanet da arc grizmani ar mepitnaveba barcastvis danarcheni kargia magram dibala ararealuria da ai cous da lemars tu moiyvanen zaan kargi iqneba... aba eseni eriksens da fabinios ar imchneven da satransfero politikaa itireb
    Culé [?]
    #17 31 აგვისტო 2017 14:46
    1
    ლემარი ლემარიო გაიძახით , მაგრამ მხოლოდ 1 სეზონი ითამაშა მაღალ დონეზე , ისიც მონაკომ გაიბრწყინა და გაიბრწყინა ლემარმაც ისევე როგორც სიდიბემ ბაკაიოკომ და მბაპემ , მაგრამ მომავალში ეს ახალგაზრდები რას იზამენ არავინ იცის , ესეთი 1 სეზონით გაბრწყინებული ფეხბურთელები არ სჭირდება ბარსას , კიდე გარისკავს და რა მოხდება არავინ იცის , აი კოუტინიო ინტერიდან მოყოლებული მაღალ დონეზე თამაშობს , დრიბლინგი , პასი , ხედვა , დარტყმა , ყველაფერი აქვს საიმისოდ რომ ბარსაში ითამაშოს , რაც შეეხება დი მარიას , 29 წლის ფეხბურთელი რომელსაც 1 წელში სისწრაფე დააკლდება და ბარსაში რას იზამს არავინ იცის , არ გვინდა , მითუმეტეს მადრიდისტაა და მხოლოდ იმის გამო რომ 2018 წელს მესისთან შეთამაშებული იყო მსოფლიოზე მაგის გამო არ უნდა იყიდოს ბარსამ , გრიზმანი არ გადმოვა და თან მაგ პოზიციაზე სუაა და არამგონია ორი ფორვარდით ითამაშოს ბარსამ და გრიზმანი რომ სკამზე არ დაჯდება ალბათ ყველამ ვიცით , რაც შეეხება დიბალას , ამ ფეხბურთელზე დიდ იმედებს ვამყარებ და ძალიან მომწონს, ერთადერთი ფეხბურთელია რომლის თამაშის სტილიც მესის თამაშის სტილს გავს და აუცილებლად მოსაყვანია სუას შემცვლელად მომავალში , და არა მხოლოდ სუას შემცვლელად უნიჭიერესი ბიჭია ფლანგზეც ითამაშებს და ფორვარდების უკანაც..რაც შეეხება სერის , ვფიქრობ უნდა მოეყვანათ , მარტო იმიტომ არა რომ ხავიმ დადებითად შეაფასა და ბარსას დნმ აქვსო თქვა , იმიტომ რომ ცენტრის დალაგება ძალიან კარგად შეუძლია და აუცილებელი იყო მაგრამ ყოვლისმცოდნე ფერნანდესმა დაიწუნა კაცო რას ამბობ , და ხო ბოლოს კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ ეს ხელმძღვანელობა გასაყრელია , ასეთი ფეხბურთელები კი არა ამაზე ბევრად კაი ფეხბურთელები იზრდებოდნენ ლა მასიაში მაგრამ დღეს ყველა სხვაგან მიდის ან ტალანტები აღარ არიან ლა მასიაში იმიტომ რომ გაანადგურა ლა მასია ამ ხელმძღვანელობამ..
    Floid
    სტუმარი [?]
    #16 31 აგვისტო 2017 14:44
    1
    აქედან მაქსიმუმ მაჰრეზს თუ მოიყვანენ
    Culé [?]
    #15 31 აგვისტო 2017 14:44
    1
    ფანჯარა აღარაა, "ფორთოჩკა" დარჩა და იმასაც მიახურავს 1 სექტემბრის ნაზი სიო. "ვსიო"!
    zura92
    სტუმარი [?]
    #14 31 აგვისტო 2017 14:33
    1
    Arcerti agar mova da tyula nervebs ifuchebt 4adgilistvis ibrdzolebs barsa wels
    Culé [?]
    #13 31 აგვისტო 2017 14:32
    1
    საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებს ვკრავთ? რა ლემარი რის ლემარი ან კოუტინიო ან დრაქსლერი
    Neymar fani
    სტუმარი [?]
    #12 31 აგვისტო 2017 14:31
    1
    ვერც ვერავის ვერ იყიდიანდა წელსაც ჩემპიონთა ლიგასაც ვერ მოგიებენ. unamused unamused
    Culé [?]
    #11 31 აგვისტო 2017 14:29
    1
    ყოჩაღ, ავტორს! ლემარისკენ ვიხრები, ასეთ ასაკში მსგავსი სტატისტიკა, მართლაც გასაოცარია. ბრავო ლემარ!
    Culé [?]
    #10 31 აგვისტო 2017 14:28
    1
    ვუყურებ ეხლა ამ ფეხბურთელების ჩამონათვალს და 1 კითხვა გამიჩნდა საერთოდ იციან ვინ უნდათ? ნახევარმცველი თუ უნდათ რა შუაშია აქ გრიზმანი დიბალა მერტენსი? მაშინ დემბელე რისთვის იყიდეს? რაღაც არეულობაა ან ბოლო დღე როა ტრანსფერების სრული ქაოსია ყველა ფეხბურთელს ყველა გუნდს უკავშირებენ... რეალურად რო შევხედოთ ამ ჩამონათვალი ფეხბურთელებიდან კოუტინიოს ალტენრნატივად მე მხოლოდ დრაქსლერს განვიხილავდი და არავის სხვას..
    data cule
    სტუმარი [?]
    #9 31 აგვისტო 2017 14:12
    1
    ყველაზა კაი ვარიანტი კოუა, კოუ თუ ვერა მაშინ ან დრაქსლერი ან ლემარი მე უფრო ამ ორიდა დრაქსლერი მინდა
    Mekeshii
    სტუმარი [?]
    #8 31 აგვისტო 2017 14:11
    1
    ტიელმანს რატო არ უყურებენ თვალები სად აქვთ 25 ლიმონად იყიდა მონაკომ და მომავალ წელს დაადებს 100 მილიონს 19 წლისაა და 17 წლის ასაკიდან ანდერლეხტში ვუყურებდი მის თამაშებს უდიდესი ნიჭი აქვს