სერხიო რამოსი პიკეს მხარს უჭერს

სერხიო რამოსი პიკეს მხარს უჭერს

მადრიდის "რეალისა" და ესპანეთის ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველი სერხიო რამოსი გულშემატკივრებს მოუწოდებს, "სანტიაგო ბერნაბეუზე" 2 სექტემბერს გასამართი დაპირისპირების დროს, ჟერარ პიკეს მხარი ისევე დაუჭირონ, როგორც ნაკრების სხვა ფეხბურთელებს.

2 სექტემბერს, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში, ესპანეთი იტალიას უმასპინძლებს. თამაში "სანტიაგო ბერნაბეუზე" გაიმართება და მოსალოდნელია, რომ მადრიდელი გულშემატკივრები ნაკრების ერთ-ერთ ლიდერს, ჟერარ პიკეს კვლავ სტვენით შეხვდებიან. ამის მიზეზი ისაა, რომ ჟერარ პიკე კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეა და გარდა ამისა, ის "რეალის" კრიტიკას არ ერიდება.

"არ აქვს მნიშვნელობა, საქმე პიკეს ეხება, თუ სხვა ვინმეს. პატივი უნდა ვცეთ იმ ფეხბურთელებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის დროშას იცავენ და პიკე ერთ-ერთი მათგანია.

გულშემატკივრებს ვთხოვ, მხარი დაგვიჭირონ, რადგან წინ ძალიან დაძაბული დაპირისპირება გველის. კარგი ფეხბურთის ჩვენება და წარმატებული მატჩის ჩატარება გვსურს." - ციტირებს რამოსის სიტყვებს AS.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    558134605
    სტუმარი [?]
    #5 29 აგვისტო 2017 22:41
    0
    ფოტოზე უჭერს მხარს თუარმ ისე დედეას უტყნავს
    Guro messi
    სტუმარი [?]
    #4 29 აგვისტო 2017 16:31
    0
    ესპანეთს მაგარი კამანდა ყავს და იტალიას შუაზე გადახსნის
    Gerip3
    სტუმარი [?]
    #3 29 აგვისტო 2017 16:15
    0
    ერთი სულიმაქვს როდის წამოვა პიკე ნაკრებიდან:) მაინც არუფასებენ
    DIMABARCA001
    სტუმარი [?]
    #2 29 აგვისტო 2017 15:22
    0
    ვითომ ქულებს იწერს ) არ გაგივა ეგ ნომერი სიაფანტად ამბობ ;)
    messi12310
    სტუმარი [?]
    #1 29 აგვისტო 2017 15:13
    0
    არგენტინა ურუგვაი რომელ საათზეა?