არა ტერორიზმს! - საფეხბურთო სამყარო ბარსელონას ტერაქტის შემდეგ გაერთიანდა

არა ტერორიზმს! - საფეხბურთო სამყარო ბარსელონას ტერაქტის შემდეგ გაერთიანდა

ქალაქ ბარსელონაში 17 აგვისტოს მომხდარ ტერორისტულ აქტს არაერთი საფეხბურთო მოღვაწე თუ კლუბი გამოეხმაურა. მათ შორის არიან ისეთებიც, რომლებსაც "ბარსელონასთნ", რბილად რომ ვთქვათ, არცთუ კარგი ურთიერთობა აქვთ.

ლივერპული

"ჩვენი ფიქრები ყველა იმ ადამიანთანაა, რომლებიც ბარსელონაში მომხდარი ტერაქტის დროს დაზარალდნენ".

გარი ლინეკერი

"ღრმად დამწუხრებული ვარ იმის გამო, რაც შესანიშნავ ქალაქ ბარსელონაში მოხდა. რა არის ამ ბარბაროსობის მიზანი? ეს მიზანი მიუღწეველი იქნება!".

პსჟ

"ტრაგიკული დღე. ჩვენი ფიქრები ტერაქტის მსხვერპლებთან, მათ ნათესავებთან და ჩვენ ბარსელონელ მეგობრებთანაა. ჩვენ თქვენთან ვართ!".

რიო ფერდინანდი

"ბარსელონაში მომხდარის გაგების შემდეგ შოკირებული ვარ. ჩემი ფიქრები მსხვერპლებთან და მათ ოჯახებთანაა".

მანჩესტერ სიტი

"ბარსელონაში მომხდარი თავდასხმის გამო ყველანი დამწუხრებულები ვართ. ჩვენი ფიქრები თითოეულ დაზარალებულთან და მაშველთანაა".

იკერ კასილიასი

"როგორი სამწუხარო ამბავია. ჩემი სოლიდარობა თითოეულ დაზარალებულსა და მათ ოჯახებს. გამაგრდი ბარსელონა!".

ტოტენჰემი

"ჩვენი ფიქრები თითოეულ ადამიანთანაა, რომლებიც ბარსელონაში თავდასხმის დროს დაზარალდნენ".

სერხიო რამოსი

"ბარსელონა. არა ტერორიზმს! არა შიშის დიქტატურას!".

კრიშტიანუ რონალდუ

"ბარსელონაში მომხდარის გამო შოკირებული ვარ. ყველა მსხვერპლის ოჯახსა და მეგობრებს ვუთანაგრძნობ და მხარს ვუჭერ".

დენის ჩერიშევი

"ძალა და მოთმინება დაზარალებულებსა და მათ ოჯახებს. გარდაცვლილებმა მშვიდად განისვენონ. იმედი მაქვს, ასეთი რამ აღარ განმეორდება".

ლიონელ მესი

"მინდა, ჩვენ საყვარელ ქალაქ ბარსელონაში განხორციელებული საშინელი თავდასხმის შედეგად დაღუპულების ნათესავებსა და ახლობლებს მივუსამძიმრო. ძალადობის ნებისმიერ აქტს ვგმობ. ჩვენ არ დავნებდებით. გაცილებით მეტნი ვართ, ვისაც მშვიდობიან მსოფლიოში ცხოვრება გვინდა. მსოფლიოში ზიზღის გარეშე, მსოფლიოში, სადაც არსებობს პატივისცემა და მოთმინება".

ნეიმარი

"ღმერთმა დაიფაროს ყველა ოჯახი. ვილოცოთ ბარსელონასთვის. მე მიყვარს ბარსელონა".

ნელსონ სემედუ

"სოლიდარობა ყველა დაზარალებულს. გამძლეობა მათ ოჯახებს".

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Gerip3
    სტუმარი [?]
    #6 18 აგვისტო 2017 12:27
    1
    ციტატა: realmadridfan
    კიდე ეს გინდოდათ თქვე უბედურებო:

    რაამაზრზენი კომენტარია :) არაადამიანური:) რადროს ლიგა თასი და ელკლასიკოს გახსენებაა:) ფუუუუუუფფფფფფფფფ
    MR INI
    სტუმარი [?]
    #5 18 აგვისტო 2017 11:01
    1
    ოხ მე თქვენი დედა ვატირე,რას გადაეკიდნენ ევროპას ეგ ნაბოზრები
    cinto99
    სტუმარი [?]
    #4 18 აგვისტო 2017 09:46
    1
    ტეროროზმი ნამდვილი საშინელებაა ერთხელ და სამუდამოდ უნდა შევაჩეროთ ეს სისხლისმღვრელი სატანები რომ მსოფლიომ უფრო მშვიდ რითმში განაგრძოს არსებობა
    BCN_CHAMPION
    სტუმარი [?]
    #3 18 აგვისტო 2017 09:11
    1
    რა საშინელება მომხდარა, მანდ რაღა უნდოდათ, მეც ვუსამძიმრებთ დაღუპულ ოჯახებს
    Culé [?]
    #2 18 აგვისტო 2017 03:52
    1
    ცუდია რაა
    --------------------
    ბარსელონა მეტი ვიდრე კლუბი!
    GIORGI.cule
    სტუმარი [?]
    #1 18 აგვისტო 2017 01:30
    1
    ნამდვილად საშინელებაა :/