"ბარსელონას" 10 საუკეთესო შენაძენი

"ბარსელონას" 10 საუკეთესო შენაძენი

მიუხედავად იმისა, რომ "ბარსელონა" ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი ახალგაზრდული აკადემიით, ტრანსფერები ყველა გუნდისთვის აუცილებელია და არც კატალონიური გუნდია გამონაკლისი.

EverythingBarca-მ დაასახელა "ბარსელონას" ყველა დროის 10 საუკეთესო შენაძენი.

10. ბერნდ შუსტერი

"ბარსელონამ" ბერნდ შუსტერი 1980 წელს, "კიოლნიდან" გადმოიყვანა. მასში დაახლოებით 2 მილიონი ევრო იყო გადახდილი. გერმანელმა "ბარსას" ნახევარდაცვაში ბევრი რამ შეცვალა. ის ცენტრს მთლიანად აკონტროლებდა და საგოლე მომენტების შექმნას უწყობდა ხელს. მიუხედავად იმისა, რომ შუსტერი შედის იმ ფეხბურთელების სიაში, რომლებმაც "ბარსელონადან" მადრიდის "რეალში" გადაინაცვლეს, მისი დამსახურება მაინც დიდია და ფანები მას დღემდე აფასებენ.

9. ჟერარ პიკე

პიკე "ბარსელონას" აკადემიის აღზრდილია, თუმცა 2004 წელს ის "მანჩესტერ იუნაიტედმა" შეიძინა. ესპანელმა სერ ალექს ფერგიუსონი დიდად ვერ მოხიბლა, რის გამოც ის მალევე დააბრუნეს უკან. კატალონიელებს სულ 5 მილიონის გადახდა მოუხდათ. მიუხედავად იმისა, რომ "მანჩესტერში" ვერ გაამართლა, პიკე დაბრუნებიდან ძალიან მცირე დროში დაცვის ლიდერად ჩამოყალიბდა და დღემდე ასეა. მისთვის განსაკუთრებული იყო პერიოდი, როცა "ბარსას" პეპ გვარდიოლა წვრთნიდა - 4 წელიწადში მან 14 ტიტულის მოგება მოახერხა.

8. სამუელ ეტო'ო

"ბარსელონამ" ეტო'ო 2004 წელს, "მალიორკადან", 27 მილიონ ევროდ შეიძინა. კამერუნელმა გუნდში 199 მატჩი ჩაატარა და 130 გოლი გაიტანა. ფრენკ რაიკაარდის მწვრთნელობის პერიოდში ის უბრალოდ შეუდარებელი იყო, გვარდიოლას მოსვლის შემდეგ კი შემადგენლობაში ადგილი დაკარგა და 2009 წელს გუნდი დატოვა.

7. ხრისტო სტოიჩკოვი

კატალონიელებმა სტოიჩკოვი 1990 წელს, სოფიის ცსკა-დან 3 მილიონ ევროდ შეიძინეს. ეს საკმაოდ მოკრძალებული სატრანსფერო თანხაა, მაგრამ ბულგარელმა მოლოდინს გადააჭარბა და იოჰან კრუიფის ოცნების გუნდის უცვლელ ფეხბურთელად ჩამოყალიბდა. მან 254 თამაშში 117 გოლი გაიტანა და "ოცნების გუნდის" ფეხბურთელებიდან გუნდში ყველაზე დიდი ხანი - 7 სეზონი ჩაატარა. ამ დროის განმავლობაში მან 14 ტიტულის მოგება მოახერხა.

6. ლუის სუარესი

ურუგვაელი "ბარსელონას" 2014 წელს, "ლივერპულიდან" შეუერთდა. მასში 82 მილიონი ევრო იყო გადახდილი და შესაბამისად, მოლოდინიც ყველას ძალიან დიდი ჰქონდა. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სუარესმა გუნდი შეცვალა. ანრი-ეტო'ოს დუეტის წასვლის შემდეგ, "ბარსელონა" კარგი თავდამსხმელების ნაკლებობას განიცდიდა, მაგრამ ლუის სუარესი ის ადამიანი აღმოჩნდა, ვინც "ბარსას" შეტევის ხაზის მსოფლიოში საუკეთესოდ ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი შეიტანა. მას კლუბში ჩატარებულ 148 მატჩში 121 გოლი აქვს გატანილი.

5. რივალდო

რივალდო მსოფლიომ ლა კორუნიის "დეპორტივოდან" გაიცნო, სადაც მან საოცარი სეზონი ჩაატარა და მიიპყრო კიდეც კატალონიური გრანდის ყურადღება. 1997 წელს მის სანაცვლოდ გადახდილი 23 მილიონი ევრო, რომელიც, იმ პერიოდში ძალიან დიდ თანხას წარმოადგენდა, უსარგებლოდ გადაყრილი არ გამოდგა, როგორც ბევრი ფიქრობდა. ბრაზილიელმა კლუბს დიდი წარმატება მოუტანა. ის განსაკუთრებით კარგად თამაშობდა ლუიშ ფიგუსა და პატრიკ კლუივერტის გვერდით. რივალდომ "ბარსელონას" შემადგენლობაში 235 მატჩი ჩაატარა და 130 გოლი გაიტანა, ასევე მოიგო 4 ტიტული.

4. ლუიშ ფიგუ

შეიძლება, "ბარსელონას" გულშემატკივრებს ის დიდად არ უყვარდეთ, მეტიც, სძულდეთ, მაგრამ ფაქტია, რომ ფიგუ "ბარსას" მაისურით საოცრებებს სჩადიოდა. ის დიდი ხნის განმავლობაში იყო გუნდის ლიდერი და რომ არა მისი გახმაურებული ტრანსფერი, ლეგენდადაც ჩამოყალიბდებოდა. კატალონიელებმა პორტუგალიელი ლისაბონის "სპორტინგიდან" 1995 წელს, 2.5 მილიონ ევროდ შეიძინეს და 2000 წელს მადრიდის "რეალში" 60 მილიონად გაუშვეს.

3. რონალდინიო

რონალდინიო - ეს ის ადამიანია, რომელმაც მილიონობით ადამიანს არა მხოლოდ "ბარსელონა", არამედ საერთოდ ფეხბურთი შეაყვარა. როცა ბურთს მიიღებდა, მას ნებისმიერი რამის გაკეთება შეეძლო. მას შეეძლო ეტარებინა ბურთი, სანამ არ მობეზრდებოდა, პასი გაეკეთებინა ან დაერტყა - მას ყველაფერი შესანიშნავად გამოსდიოდა. ის გუნდში "პარი სენ-ჟერმენიდან" გადმოვიდა 2003 წელს, 2008 წელს კი, "მილანში" გადავიდა.

2. დანიელ ალვესი

დანიელ ალვესი "ბარსელონას" "სევილიადან" 2008 წელს შეუერთდა 35 მილიონად. მას ჟულიან ბელეტის წასვლის შემდეგ დარჩენილი ცარიელი პოზიციის შევსება ევალებოდა, რაც ბრაზილიელმა შესანიშნავად შეძლო. გვარდიოლას მწვრთნელობის პერიოდში ის ძირითადი გუნდის უცვლელი წევრი იყო, შემდეგ კი, უთანხმოების გამო, "იუვენტუსში" გადავიდა. ალვესმა "ბარსელონასთან" ერთად 8 სეზონში 23 ტიტული მოიგო.

1. ანდონი სუბისარეტა

ანდონი სუბისარეტა - "ბარსელონას" ყველა დროის საუკეთესო მეკარე. ის გუნდს 1986 წელს, ბილბაოს "ატლეტიკიდან" შეუერთდა 1.9 მილიონად და ძირითადი გუნდის უცვლელ წევრად ჩამოყალიბდა. მან 8 სეზონში 410 თამაში ჩაატარა და გუნდთან ერთად 11 ტიტული მოიგო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 16 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Los Barcelonistas
    სტუმარი [?]
    #16 16 აგვისტო 2017 15:25
    0
    1-რონალდინიო 2-ნეიმარი 3- რივალდო და .....
    გოგიტა
    სტუმარი [?]
    #15 16 აგვისტო 2017 14:27
    0
    აქ წერია ვინც გაამართლა ნაყიდიდან და ვინ გამოდგა კარგი შენაძენი
    Culé [?]
    #14 15 აგვისტო 2017 22:50
    0
    მაგარი სტატიაა
    --------------------
    ბარსელონა მეტი ვიდრე კლუბი!
    giorasmus
    სტუმარი [?]
    #13 15 აგვისტო 2017 21:51
    0
    ჩიგრინსკი? :D
    giogamer_steel
    სტუმარი [?]
    #12 15 აგვისტო 2017 21:08
    0
    რონალდინიოს 3ზერაუნდა 1ზეუნდაიკოს
    Alli
    სტუმარი [?]
    #11 15 აგვისტო 2017 19:56
    0
    Neymar rom ar sheyvanes prodta sircxvilia

    ციტატა: bagamoli
    mesi sadaa to

    მესი აკადემიის აღზრდილია
    inieta8
    სტუმარი [?]
    #10 15 აგვისტო 2017 18:40
    0
    უმტიტი აკლიაა მაქ ჩამონათვალს ან მალე დაამატებთ აი ნახავთ :):)

    ალვესი როგორ გაუშვენ სირცხვილიააა (((

    ფიგუს რა ჩემი სირი უნდა აქ ეგ რეალში არ იყოოოო
    SHOTAMESSI10
    სტუმარი [?]
    #9 15 აგვისტო 2017 18:21
    0
    მე რივალდოს მოვესწარი მაგრამ თავი რონალდინიომ შემაყვარა
    m0nk
    სტუმარი [?]
    #8 15 აგვისტო 2017 17:43
    0
    ციტატა: BaRCeLoNiSiMOo
    ვერ ვხვდები რა პრინციპით არის შედგენილი ეს 10 ეული. კრუიფი სადაა? ან როგორ შეიძლება რონალდინიო არ იყოს სიის სათავეში. ამ ადამიანის ტრანსფერმა ჩაუყარა საფუძველი პეპის ბარსას ჰეგემონიას.

    მივყვებოდი ნელ-ნელა ქვევით და დარწმუნებული ვიყავი რო რონალდინიო ყველაზე ბოლოს ეწერებოდა , მე-3 რო ვნახე თვალები გამიფართოვდა გაოცებისგან :)
    Ajax04
    სტუმარი [?]
    #7 15 აგვისტო 2017 17:38
    0
    Kluiverti
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 15 აგვისტო 2017 17:35
    0
    ვერ ვხვდები რა პრინციპით არის შედგენილი ეს 10 ეული. კრუიფი სადაა? ან როგორ შეიძლება რონალდინიო არ იყოს სიის სათავეში. ამ ადამიანის ტრანსფერმა ჩაუყარა საფუძველი პეპის ბარსას ჰეგემონიას.
    --------------------
    "ფეხბურთი მარტივი თამაშია, მაგრამ მისი მარტივად თამაში ძალიან რთულია, ხარისხი შედეგის გარეშე უსარგებლოა. შედეგი ხარისხის გარეშე მოსაწყენია , ფეხბურთს თავით თამაშობ, ფეხები კი ამაში გეხმარებიან" - იოჰან კრუიფი
    Don vinton
    სტუმარი [?]
    #5 15 აგვისტო 2017 17:32
    0
    ციტატა: SHOTAMESSI10
    მესი?

    ra mesi ,shenadzenio sataurad weria da mesi shenadzenia? akademiis agzrdilia mesi
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 15 აგვისტო 2017 17:31
    0
    ნეიმარი რატომ არ არის სიაში?
    SHOTAMESSI10
    სტუმარი [?]
    #3 15 აგვისტო 2017 17:15
    0
    მესი?
    MESSI and NEYMAR
    სტუმარი [?]
    #2 15 აგვისტო 2017 17:01
    0
    neymar
    CoutinhO7.
    სტუმარი [?]
    #1 15 აგვისტო 2017 17:01
    0
    გომეში აკლია