რონალდინიომ, შესაძლოა, ფეხბურთის თამაში განაახლოს
"ბარსელონას" 37 წლის ლეგენდა რონალდინიო, შესაძლოა, ფეხბურთს დაუბრუნდეს. ამ ინფორმაციას Independent-ის რედაქტორი ედ მეილონი ავრცელებს.
მეილონმა, თავის Twitter-ზე, ასეთი პოსტი გააკეთა: "როდესაც რონალდინიოს ჰკითხეს, საბოლოოდ დაასრულა თუ არა კარიერა, მან უპასუხა: თუ რომელიმე გუნდი გამოჩნდება, რომელიც მზად იქნება მათამაშოს, მაგრამ ვარჯიშს არ მაიძულებს, მაშინ, შესაძლოა, კვლავ ვითამაშო."
რონალდინიო "ბარსელონაში" 2003-2008 წლებში თამაშობდა. კატალონიურ კლუბში მან 207 თამაში ჩაატარა, 94 გოლი გაიტანა და 5 ტიტული მოიგო. 2005 წელს, ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
რონალდინიოს ბოლო გუნდი "ფლუმინენსე" იყო, რომელთან კონტრაქტიც ბრაზილიელმა 2015 წლის სექტემბერში გაწყვიტა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 13 ]