მესი სრული დატვირთვით ვარჯიშობს

  • 18-09-2007, 15:29
  • ორშაბათს დილით "ბარსელონას” ფეხბურთელებმა ვარჯიში გამართეს. ეს იყო მსუბუქი ვარჯიში, რის დროსაც ფეხბურთელები მიესალმნენ ახლადგამოჯანმრთელებულ ლეო მესის.

    ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურამდე მხოლოდ ორი დღე იყო დარჩენილი და არ იყო დრო გასულ შეხვედრებზე ფიქრისათვის, ამიტომ "ბარსას” ფეხბურთელებმა დაივიწყეს პამპლონაში თამაში და "ლიონთან” გასამართი მატჩისთვის დაიწყეს მზადება.

    ვარჯიშში მონაწილეობა მიიღო მთელმა გუნმდა, მათ შორის ტრავმამოშუშებულმა ლეო მესიმაც, რომელმაც "ოსასუნასთან” შეხვედრა გამოტოვა. ვარჯიშზე ასევე იყო ახალი სახეც, კლუბის მესამე მეკარე – ოიერ ოლაზაბალი. ხოლო კარლეს პუიოლი და ლილიან ტურამი ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობდნენ.

    გუშინდელ ვარჯიშში ფეხბურთელები ახალი ბურთებით ვარჯიშობდნენ, როგორითაც მათ ჩემპიონთა ლიგაზე თამაში მოუწევთ.

    თეგები: მესი


    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.