"ლივერპული" კოუტინიოს 120 მილიონ ევროდ შეელევა
"ლივერპულმა" დაასახელა ფასი, რომლის სანაცვლოდაც ინგლისელები თავიანთ ლიდერს, ფილიპე კოუტინიოს შეელევიან. როგორც Mundo Deportivo იტყობინება, "ბარსელონას" ფეხბურთელის ტრანსფერი 120 მილიონი ევრო დაუჯდება.
მერსესაიდელებმა ადრე კატალონიური კლუბის 80 მილიონიანი შეთავაზება უარყვეს, თუმცა ესპანელების ინტერესი ნახევარმცველის მიმართ არ გამქრალა. წყაროს ინფორმაციით, ბრიტანელები თვლიან, რომ ნეიმარის შესაძლო ტრანსფერის ფონზე, რომლის სანაცვლოდაც "პარი სენ-ჟერმენი" 222 მილიონი ევროს გადასახდელად მზადაა, 120 მილიონი "ბარსასთვის" წარმოუდგენელი თანხა არ იქნება. სწორედ ამით სარგებლობს "ლივერპული" და ფასის მაქსიმალურად გაზრდას ცდილობს.
"ბარსელონა" ბრაზილიელის ასეთ თანხას ძალიან ძვირად მიიჩნევს და გარიგებაში თავისი ფეხბურთელების ჩართვას აპირებს.
გაცვლის პირველი კანდიდატები - რაფინია ალკანტარა და დენის სუარესი არიან.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 23 ]