"ბარსელონას" ერერასთვის ბრძოლა მოუწევს

  • 29-07-2017, 16:16
  • "ბარსელონას" ერერასთვის ბრძოლა მოუწევს

    ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბარსელონა" "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელის, ანდერ ერერას შეძენითაა დაინტერესებული, თუმცა, თუ კატალონიელები მის შეძენას ნამდვილად გადაწყვეტენ, მათ ამისთვის ბრძოლა მოუწევთ: "წითელი ეშმაკები" ერერას კონტრაქტის გახანგრძლივებას სთავაზობენ. ამ ინფორმაციას Express ავრცელებს.

    ესპანელი ფეხბურთელის კონტრაქტს ვადა 12 თვეში ეწურება, მაგრამ "ბარსელონამ" შესაძლოა მისი გადმობირება ამ ზაფხულსვე სცადოს.

    თავად "მანჩესტერის" მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო აცხადებს, რომ ერერა მომავალ სეზონში მისი გუნდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურა იქნება და მის გაშვებას არ აპირებს.

    ჯერჯერობით სატრანსფერო თანხა არ დასახელებულა და ამ თემაზე კომენტარი არც კატალონიელებს და არც თავად ანდერ ერერას არ გაუკეთებიათ.

    კომენტარები [ 2 ]

    გასულია
    lado-barca წევრი

    2 - 29 ივლისი 2017 20:02

    არგვჭირდება

    --------------------
    ბარსელონა მეტი ვიდრე კლუბი!
    გასულია
    Guro messi წევრი

    1 - 29 ივლისი 2017 19:14

    მიანებონ თავი ამ ერერას და კოუტინიოს მიაწვნენ.ძალიან გამეხარდება კოუტინიოს მოსვლა კლუბში

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.